ტექნიკური რეგლამენტის − „შესაფუთი ხის მასალის რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის − „შესაფუთი ხის მასალის რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 477
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/09/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018863
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
477
14/09/2015
ვებგვერდი, 18/09/2015
300160070.10.003.018863
ტექნიკური რეგლამენტის − „შესაფუთი ხის მასალის რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/09/2015 - 01/06/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №477

2015 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის „შესაფუთი ხის მასალის რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის  შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „შესაფუთი ხის მასალის რეგულირების წესი“. 
მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს 2015 წლის პირველი ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი

 

შესაფუთი ხის მასალის რეგულირების წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საერთაშორისო ვაჭრობისას (ექსპორტი, რეექსპორტი) გამოსაყენებელი შესაფუთი ხის მასალის (შემდგომში − შხმ) ფიტოსანიტარიული ღონისძიებების შესახებ საერთაშორისო სტანდარტის ISPM 15-ის შესაბამისად  დამუშავების, დამზადების, შეკეთებისა და  მარკირების რეგულირების  სამართლებრივ საფუძვლებს.

2. ეს წესი არეგულირებს საერთაშორისო ვაჭრობისას გამოსაყენებელი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხისგან დამზადებულ ყველა სახის შხმ-ს, რომელიც შეიძლება იყოს მავნე ორგანიზმების გადამტანი.            

3. ამ წესის შესაბამისად, საერთაშორისო ვაჭრობისას გამოსაყენებელი შხმ-ის დამუშავება, დამზადება, შეკეთება და მარკირება  სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ ამას ითვალისწინებს იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული მოთხოვნები.

4. ამ წესის შესაბამისად, შხმ-ის დამუშავებაზე, დამზადებაზე, შეკეთებასა და მარკირებაზე  სახელმწიფო კონტროლს  ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო  (შემდგომში − სააგენტო).

5. „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, შხმ-ის სასაზღვრო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  მმართველობის სფეროში შემავალი   საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომში − სამსახური).

6. ეს წესი ეფუძნება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტს ISPM 15 „სახელმძღვანელო საერთაშორისო ვაჭრობაში ხის შესაფუთი მასალის რეგულირებისათვის“.

მუხლი 2.  მიზნები და მოქმედების  სფერო

1. ამ წესის მიზნებია:

ა) საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის  უზრუნველყოფა;

ბ) მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად იმ ბიზნესოპერატორთა აღრიცხვა,   რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ამ წესის შესაბამისად შხმ-ის დამუშავებასთან, დამზადებასთან, შეკეთებასა და მარკირებასთან. 

2. ამ  წესის  მოქმედება ვრცელდება  იმ ბიზნესოპერატორზე, რომლის საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო  ვაჭრობისათვის (იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული მოთხოვნების გათვალისწინებით) განკუთვნილი შხმ-ის დამუშავებას, დამზადებას, შეკეთებას და მარკირებას, ამ წესის შესაბამისად.

3. ამ  წესის  მოქმედება არ ვრცელდება ისეთი სახის  შხმ-ზე, როგორებიცაა:

ა) შპონი, ნახერხი, ბურბუშელა, ბოჭკო;

ბ) 6 მმ-ის ან ნაკლები სისქის ხის  მასალა;

გ) გადამუშავებული ხის მასალა, მათ შორის: ფანერა, მერქან-ბურბუშელოვანი, მერქან-ბოჭკოვანი, ორიენტირებულ-ბურბუშელოვანი ფილები, რომელთა დამზადებისას გამოყენებულია წებო, მაღალი ტემპერატურა და წნევა;

დ) თერმულად დამუშავებული ხის კასრები,  რომლებიც განკუთვნილია   ღვინისა  და  სხვა  ალკოჰოლიანი  სასმელებისათვის;

ე) ბოთლის, სიგარისა და მოხმარების სხვა საგნისათვის ჩასადები სასაჩუქრე ყუთი, რომელთა დამზადებისა და დამუშავების ტექნოლოგია  გამორიცხავს საკარანტინო მავნე ორგანიზმის არსებობას;

ვ) ხის მასალის ნაწილი, რომელიც მუდმივად არის მიმაგრებული სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებასა და კონტეინერზე.

4. ეს წესი არ უზრუნველყოფს  შხმ-ის  მუდმივ დაცვას მავნე ორგანიზმებით   კონტამინაციისაგან. 

5. ამ წესის შესაბამისად, მარკირებული შხმ არ საჭიროებს ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი  მნიშვნელობა:

ა) ბიზნესოპერატორი − პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება საერთაშორისო ვაჭრობისას (იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული მოთხოვნების გათვალისწინებით) გამოსაყენებელი შხმ-ის დამუშავებას, დამზადებას, შეკეთებას, მარკირებას, ამ წესის შესაბამისად, და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე;

ბ) დამუშავება − პროცედურა, მავნე ორგანიზმის განადგურების, ინაქტივაციის, მოშორების, სტერილიზაციის ან დევიტალიზაციის მიზნით;

გ) თერმული დამუშავება  − პროცესი, რომლის დროსაც  ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, შხმ ცხელდება მინიმალურ ტემპერატურამდე,   მინიმალური დროის  განმავლობაში;

დ) კდ მეთილბრომიდის გარკვეული კონცენტრაციის (გ/მ3) ნამრავლი დამუშავების  დროზე;

ე) ინსპექტირება − სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმი, რომელიც მოიცავს შხმ-ის დამამუშავებელი, დამამზადებელი, შემკეთებელი და მარკირების განმახორციელებელი  ბიზნესოპერატორის ადგილზე შემოწმებას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;

ვ) კონტამინაცია − ტვირთში, დასაწყობების ადგილში, სატრანსპორტო საშუალებაში ან/და კონტეინერში მავნე ორგანიზმის ან სხვა რეგულირებადი ობიექტის არსებობა, რაც არ წარმოადგენს დასნებოვნებას;

ზ) მარკირება − ბეჭდის  ან დამღის დასმა,  რითაც დასტურდება, რომ შხმ დამუშავებულია ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტის ISPM 15-ის ან/და ამ წესის  შესაბამისად;

თ) ფუმიგაცია − დამუშავება აირად მდგომარეობაში მყოფი ქიმიური ნივთიერებით, რომელიც მთლიანად ან უმეტესწილად აღწევს შხმ-ში და მოიცავს მას;

ი) ქერქგაცლილი ხის მასალა − ხის მასალა,  რომელსაც შემოცლილი აქვს ქერქი;

კ) შესაფუთი ხის მასალა − ხის მასალა ან ხისგან დამზადებული პროდუქტი, მათ შორის: შესაფუთი ბლოკი, ყუთი, პალეტი, სამაგრი ხის მასალა, დოლურა, კოჭა (ქაღალდის პროდუქციის  გარდა),  რომელსაც იყენებენ ტვირთის გადასაადგილებლად, დასამაგრებლად, საყრდენად ან სადგამად;

ლ) კოდი − შხმ-ის მარკირებისთვის გამოსაყენებელი კოდი, მათ შორის:

ლ.ა) DН − (Dielectric Heating) - მაღალ ტემპერატურაზე  დიელექტრული გაცხელებით დამუშავების კოდი;

ლ.ბ) НТ (Heat Treatment) თერმული დამუშავების კოდი;

ლ.გ) MB (Methyl bromide) მეთილბრომიდით დამუშავების კოდი.

2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის  საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის  კოდექსით განსაზღვრული  ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

მუხლი 4. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები

1. ამ წესით განსაზღვრული შხმ-ის მწარმოებელი ბიზნესოპერატორი რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ბიზნესოპერატორი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს შხმ-ის შესაბამისობა ამ წესის მოთხოვნებთან, მისი დამუშავების, დამზადების, შეკეთებისა  და მარკირების ეტაპებზე;

ბ) უზრუნველყოს გამზომი ხელსაწყოების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  დაკალიბრება ან დამოწმება და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სააგენტოსთვის სახელმწიფო კონტროლის დროს;

გ) აწარმოოს  შხმ-ისა  და  ხის მასალის  შეძენისა და რეალიზაციის აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაცია;

დ) მოახდინოს   შხმ-ის მარკირება, დამუშავების  ტიპის შესაბამისად;

ე) ინსპექტირებისა და დოკუმენტური შემოწმების დროს, სააგენტოს წარუდგინოს სწორი მონაცემები მარკირებული  შხმ-ის რაოდენობისა და დამუშავების ტიპის შესახებ;

ვ) აწარმოოს შხმ-ის დამუშავებასა და მარკირებასთან დაკავშირებული ჩანაწერები;

ზ) შეასრულოს სააგენტოს რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება შხმ-ის დამუშავების ტექნიკურ მხარეს;

თ) ბიზნესოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს შხმ-ის დამუშავებისა და მარკირების პროცესში უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვა.

მუხლი 5.  სააგენტოს  უფლებამოსილება

1. ამ წესის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილებაა:

ა) ბიზნესოპერატორისათვის შხმ-ის მარკირების გამოყენების უფლების მინიჭება და მარკირების გამოყენების უფლების მინიჭების   მოწმობის გაცემა (დანართი №1);

ბ) ბიზნესოპერატორისათვის  შხმ-ის  შესაბამისობის შეფასების აქტის (დანართი №2)  საფუძველზე  საქმიანობის შეჩერება, გაუქმება და აღდგენა.   

2.  შხმ-ის  დამუშავების, დამზადების, შეკეთებისა და მარკირების გამოყენების უფლების მქონე რეგისტრირებულ ბიზნესოპერატორთა სიის სააგენტოს  ვებგვერდზე განთავსება.

3. ISPM 15-თან  შეუსაბამო იმპორტირებული  შხმ-ის შესახებ სამსახურის მიერ მიწოდებული შეტყობინების საფუძველზე, ექსპორტიორი ქვეყნის მცენარეთა დაცვის ეროვნული ორგანიზაციისათვის შეტყობინების გაგზავნა,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 6.  მარკირების  უფლების მინიჭება

1. მარკირების უფლების  მინიჭებისათვის ბიზნესოპერატორი სააგენტოში წარადგენს:

ა) განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია ბიზნესოპერატორის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი; იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ფაქსი, ელფოსტა);

ბ) ინფორმაციას შხმ-ის დამუშავების ტიპ(ებ)ის შესახებ;

გ) საწარმოს ტექნიკურ ნახაზს;

დ) საწარმოო პროცესის აღწერილობას;

ე)  აღჭურვილობის ჩამონათვალს.

2. თუ ბიზნესოპერატორს აქვს რამდენიმე საწარმო, მარკირების უფლების მისაღებად  თითოეული საწარმოსთვის სააგენტოში  წარადგენს ცალ-ცალკე განაცხადს.

მუხლი 7. განცხადების განხილვა

1. სააგენტოს მიერ განცხადებისა და თანმხლები დოკუმენტაციის  განხილვა ხდება განცხადების შეტანიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

2. დოკუმენტაციაში შეუსაბამობის (ხარვეზის) გამოვლენისას, ბიზნესოპერატორს შუსაბამობის  აღმოსაფხვრელად  ეძლევა  15 სამუშაო დღემდე.

3. შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

4. სააგენტო ახორციელებს საწარმოს სახელმწიფო კონტროლს და ავსებს   შხმ-ის შესაბამისობის შეფასების  აქტს (დანართი №2), დოკუმენტაციის განხილვიდან ერთი თვის  ვადაში.

5. შხმ-ის შესაბამისობის  შეფასების  აქტის საფუძველზე, სააგენტო 10 სამუშაო დღის ვადაში:

ა) ბიზნესოპერატორს ანიჭებს შხმ-ის მარკირების გამოყენების უფლებას  და გასცემს  მარკირების გამოყენების უფლების მინიჭების  მოწმობას (დანართი №1);

ბ)  იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და აცნობებს ბიზნესოპერატორს.

მუხლი 8. მოთხოვნები საწარმოს მიმართ

1. საწარმოში, სადაც ხორციელდება შხმ-ის დამუშავება, დამზადება, შეკეთება და მარკირება,  უზრუნველყოფილი უნდა იქნეს:

ა) ტემპერატურის საზომი სენსორების (ელექტროსადენებით) დაკალიბრება თანმხლები  ინსტრუქციის შესაბამისად და მათი გამართულად მუშაობა;

ბ) დამუშავებული და დაუმუშავებელი შხმ-ის განცალკევება.

2. საწარმოში უნდა ინახებოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საწარმოო პროცესის აღწერილობის შესახებ;

ბ) შეძენილი, დამუშავებული, მარკირებული და  რეალიზებული შხმ-ის რაოდენობისა და მათი წარმოშობის შესახებ;

გ) ჩანაწერი შხმ-ის ჩატარებული დამუშავებისა და დამუშავების პროცესში ტემპერატურის მონაცემთა შესახებ;

დ) ჩანაწერი დამზადებული და დამუშავებული შხმ-ის აღრიცხვის შესახებ.

3. დაუშვებელია, მარკირების უფლების მქონე  ბიზნესოპერატორმა მარკირების  ბეჭედი ან დამღა გადასცეს  სხვა ბიზნესოპერატორს.

მუხლი 9. მოთხოვნები საშრობი კამერისადმი

1. შხმ-ის თერმული დამუშავება უნდა მოხდეს საშრობ კამერაში.

2. დამუშავებისას ხის მასალის შუაგულში ტემპერატურამ უნდა მიაღწიოს, სულ მცირე, 56° С-ს, არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში.

3. საშრობი  კამერა უნდა იქნეს თერმოიზოლირებული და ჰერმეტული, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სითბოს დანაკარგი.

4. საშრობ კამერაში გაცხელებული ჰაერი უნდა  ცირკულირებდეს და თანაბრად ნაწილდებოდეს  ვენტილატორების საშუალებით, ისე, რომ აღწევდეს დაწყობილ  შხმ-ის შორის სივრცეში.

5. ვენტილატორების სიმძლავრე და დანიშნულება უნდა შეესაბამებოდეს საშრობი კამერის მოცულობას (ჰაერის ნაკადის მოძრაობის  მინიმალური სიჩქარე უნდა იყოს  0.5 მ/წმ ).

6. ერთი ვენტილატორის გამოყენების შემთხვევაში, ჰაერის ნაკადი უნდა მოძრაობდეს ერთი მიმართულებით და უზრუნველყოფდეს საჭირო ტემპერატურის თანაბრად გადანაწილებას.

7. სენსორები და მათთან დაკავშირებული  ელექტროსადენები უნდა იქნეს  გამართულ მდგომარეობაში.

8. საშრობ კამერაში ხის დახერხილი მასალის ან შხმ-ის ჩატვირთვისას:

ა) შხმ არ უნდა განთავსდეს უშუალოდ კამერის ფსკერზე, რათა შესაძლებელიიქნეს  ცხელი ჰაერის  მოძრაობა და არ მოხდეს მიწიდან მისი გაცივება;

ბ) შხმ არ უნდა ეხებოდეს  კამერის კედლებს და ჭერს;

გ) ერთ დამუშავებაზე უნდა ჩაიტვირთოს ერთგვაროვანი შხმ  (მხოლოდ პალეტები ან ყუთები);

დ) თუ საშრობი კამერა არ იტვირთება სრულად, საჭიროა გამყოფი ტიხრების დაყენება, რათა ცხელმა ჰაერმა არ იმოძრაოს ცარიელ სივრცეში;

ე) პალეტების დამუშავებისას არ ვრცელდება ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

მუხლი 10.  მოთხოვნები ტემპერატურის გასაზომი სენსორის მიმართ:

1. შხმ-ის მწარმოებელ საწარმოს უნდა ჰქონდეს  არანაკლებ ორი ცალი  ტემპერატურის გასაზომი სენსორი.

2. ტემპერატურის გასაზომი სენსორის დამაგრება ხდება, როგორც  კამერის, ისე შხმ-ის  ყველაზე გრილ უბანზე.

3. ტემპერატურის გასაზომი  სენსორი  უნდა დამაგრდეს შხმ-ის შუაგულში, შხმ-ის  კიდიდან არანაკლებ  30 სმ-ის დაშორებით.

4. ტემპერატურის გასაზომი  სენსორის დამაგრებისას, ცდომილების თავიდან ასაცილებლად, შხმ-ის გაბურღული სივრცე უნდა ამოივსოს შესაბამისი მასალით.

5. ხის შუაგულის ტემპერატურის გასაზომად გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი ტემპერატურის გასაზომი  სენსორი.

6. უფრო მოკლე ხის ქვეშსადები დაფების ან  ბლოკების  შუაგულის ტემპერატურის გაზომვისას, ტემპერატურის გასაზომი სენსორი უნდა  მოთავსდეს არც ისე დიდი ზომის ხის ნაჭერთან ერთად.

7. შხმ-ის  დამუშავებისას, ტემპერატურის გასაზომი სენსორი არ უნდა ეხებოდეს ლითონის სამაგრებს და უნდა ჩამაგრდეს მათ პარალელურად.

8.  ტემპერატურის გასაზომი სენსორი უნდა იქნეს  არანაკლებ 3-6 მმ დიამეტრისა და ელექტრონული.

9. ტემპერატურის გასაზომი სენსორი, გამზომი და ჩამწერი მოწყობილობა  დაკალიბრებული უნდა იქნეს თანდართული  ინსტრუქციის შესაბამისად.

მუხლი 11. მოთხოვნები შესაფუთი ხის მასალის მიმართ

1. შხმ უნდა დამზადდეს   ქერქგაცლილი ხის მასალისაგან.

2. დასაშვებია მცირე რაოდენობის ქერქის არსებობა, როდესაც:

ა) ქერქის სიგანე 3 სმ-ზე ნაკლებია (მისი სიგრძის მიუხედავად);

ბ) ქერქის სიგანე 3 სმ-ზე მეტია, მაგრამ ცალკეული ქერქის ნაწილის ზედაპირის საერთო ფართობი 50 სმ2-ზე ნაკლებია.

3. თერმული დამუშავებისას, ხის დახერხილ მასალაზე ქერქის მოცილება შეიძლება, როგორც დამუშავებამდე, ისე დამუშავების შემდეგ.

4. ხის დახერხილ მასალას ან შხმ-ს  მეთილბრომიდით დამუშავება უნდა ჩაუტარდეს ქერქის მოცილების შემდეგ.

მუხლი 12. შესაფუთი ხის მასალის თერმული დამუშავება ორთქლით, კამერული    შრობის ღუმელის გამოყენებით

1. შხმ-ის ორთქლით თერმული დამუშავებისას, კამერული შრობის ღუმელში,  ხის მთელ სისქეში, შუაგულის ჩათვლით, არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში  ტემპერატურა  უნდა იქნეს არანაკლებ 560 C-ისა.

2. ყოველი ჩატვირთვისას თერმოკამერაში ან ხეში უნდა განისაზღვროს  კამერის ან ხის  ყველაზე ცივი ადგილი.

3.  ხის  სინესტის მასური წილის დასადგენად, უნდა განისაზღვროს: ხის სახეობა, ხის სისქე, ჰაერის ნაკადი, ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა.

4.  თერმოკამერა, იატაკის იზოლაციის ჩათვლით, უნდა იქნეს ჰერმეტული, კარგად იზოლირებული და იმგვარად მოწყობილი, რომ იძლეოდეს ჰაერის ნაკადის მოძრაობის საშუალებას ხის მასალის გარშემო და მის შუაგულში.

5. დამუშავებისას, თერმოკამერაში ჰაერის ნაკადის დროული და საჭირო რაოდენობით მიწოდებისა და ხის ძირითადი ტემპერატურის შესანარჩუნებლად,  გამოყენებული უნდა იქნეს  ვენტილატორები და ჰაერის დეფლექტორები, თანმხლები  ინსტრუქციის შესაბამისად.

6. დამუშავება უნდა ჩატარდეს ხეში მოთავსებული ტემპერატურის გასაზომი სენსორის ჩვენების მონიტორინგის საფუძველზე.

7. თუ მინიმალური ტემპერატურა  ვერ იქნა შენარჩუნებული, ბიზნესოპერატორმა შხმ თავიდან უნდა დაამუშაოს, გაახანგრძლივოს დამუშავების დრო და, აუცილებლობის შემთხვევაში, გაზარდოს ტემპერატურა.

8. ბიზნესოპერატორმა შხმ-ის დამუშავებისას, ტემპერატურის ხშირი გაზომვით  უნდა უზრუნველყოს დამუშავებისას დაშვებული შეცდომების გამოვლენა.

9. ყოველი დამუშავებისას, ბიზნესოპერატორმა   უნდა  უზრუნველყოს მინიმალური ტემპერატურის შენარჩუნება და აწარმოოს სათანადო ჩანაწერები.

10. ბიზნესოპერატორმა უნდა შეინახოს შხმ-ის თერმული დამუშავებისა და დაკალიბრებული გამზომი მოწყობილობების მონაცემები სამი წლის განმავლობაში.

მუხლი 13. შესაფუთი ხის მასალის თერმული დამუშავება დიელექტრული გაცხელების გამოყენებით

1. შხმ-ის დიელექტრული გაცხელებით თერმული დამუშავებისას, დაცული უნდა იქნეს მიკროტალღების გამოყენებით დიელექტრული გაცხელებისას  შხმ ან  ხის ნაჭერი, რომლის ზომა არ აღემატება 20 სმ-ს, ერთი წუთის მანძილზე, შეჩერების გარეშე, უნდა გაცხელდეს ზედაპირის ჩათვლით  არანაკლებ  600 С-მდე. ეს ტემპერატურა მიღწეული უნდა იქნეს დამუშავების დაწყებიდან   30 წუთის განმავლობაში.

2. დამუშავებისადმი წაყენებული მოთხოვნების შესრულებისათვის, სააგენტომ უნდა შეამოწმოს  საწარმოში ხის ზედაპირის ყველაზე ცივი უბნის   დამუშავების მონიტორინგის,  სულ მცირე, ორი ტემპერატურის გასაზომი სენსორის ჩვენებისა და მოთხოვნილი ტემპერატურის შენარჩუნების დამადასტურებელი მონაცემები.

3.  5 სმ-ზე მეტი სისქის ხის მასალა დიელექტრული გაცხელებით  თერმულად უნდა დამუშავდეს 2,45 გჰ სიხშირეზე ორმხრივი გამაცხელებლით  ან ტალღის რამდენიმე გამშვებით.

4. ბიზნესოპერატორმა უნდა შეინახოს შხმ-ის დიელექტრული გაცხელებით თერმული დამუშავებისა და დაკალიბრებული გამზომი მოწყობილობების მონაცემები  სამი წლის განმავლობაში.

მუხლი 14. შესაფუთი ხის მასალის მეთილბრომიდით დამუშავება

1. შხმ-ის მეთილბრომიდით დამუშავება ნებადართულია, თუ 100 კილომეტრის რადიუსში  არ არსებობს  სხვა ალტერნატიული მეთოდით მომუშავე საწარმო.  

2. დამუშავების დროს, აირის განაწილების ფაზაში, წონასწორობის მისაღწევად,  ბიზნესოპერატორმა  ვენტილატორის სწორი  განთავსებით უნდა უზრუნველყოს მეთილბრომიდით დამუშავების პირველივე საათებში საფუმიგაციო სათავსოში მისი  სწრაფი და ეფექტიანი განაწილება.

3. საფუმიგაციო  სათავსოები არ უნდა დაიტვირთოს მისი მოცულობის 80%-ზე მეტად.

4. საფუმიგაციო სათავსოები უნდა იქნეს დალუქული და, შეძლებისდაგვარად, აირგაუმტარი. 

5. დამუშავება უნდა ჩატარდეს აირგაუმტარი მასალისგან დამზადებული საფარის ქვეშ   და დაიბეჭდოს ნაკერებში იატაკის დონემდე.

6. დამუშავების ადგილზე მეთილბრომიდისათვის იატაკი უნდა იქნეს  აირგაუმტარი.  თუ ის აირგამტარია, მასზე უნდა დაიგოს აირგაუმტარი საფარი.

7. საფუმიგაციო სათავსოში მეთილბრომიდის სრული აორთქლებისათვის და შხმ-ში მის შესაღწევად გამოყენებულ უნდა იქნეს ამაორთქლებელი.  

8. მეთილბრომიდით უნდა დამუშავდეს არაუმეტეს  20 სმ სისქის  შხმ.

9. 20 სმ-ზე ნაკლები ზომის შხმ-ში მეთილბრომიდის  ადეკვატური ცირკულაციისა და  შეღწევისათვის გამოიყენება შხმ-ის გროვის სეპარატორი.

10. კამერის ყველა უბანზე  აირი თანაბრად უნდა  გადანაწილდეს.

11. დამუშავების დროის ათვლა უნდა მოხდეს  მეთილბრომიდის თანაბარი გადანაწილების მიღწევის შემდეგ.

12. დამუშავების შემდეგ გათვალისწინებული უნდა იქნეს  მეთილბრომიდის შესაძლო სორბცია  შხმ-სთან ან მასთან დაკავშირებულ პროდუქტთან.

13. მეთილბრომიდის დოზის დასადგენად  გათვალისწინებული  უნდა იქნეს შხმ-ის  ან  მისი გარემომცველი ჰაერის  სავარაუდოდ   ყველაზე დაბალი ტემპერატურა   დამუშავებამდე ან დამუშავებისას.

14. ფუმიგაციისთვის განკუთვნილი შხმ არ უნდა შეიფუთოს ან დაიფაროს მეთილბრომიდისათვის შეუღწევადი მასალით.

15. ტემპერატურის სენსორები,  მეთილბრომიდის კონცენტრაცია,  აგრეთვე გამზომი და ჩამწერი მოწყობილობები დაკალიბრებული უნდა იქნეს თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად.

16. კდ-ის  მინიმალური მნიშვნელობა, შხმ-ის 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში მეთილბრომიდით დამუშავებისას, უნდა იქნეს  დანართი №3-ის  შესაბამისი.

17. კდ-ის მინიმალურმა  მნიშვნელობამ უნდა შეაღწიოს ხის მთელ სისქეში, მისი  გულის  ჩათვლით, თუმცა მეთილბრომიდის  კონცენტრაცია გაიზომება შხმ-ის  გარემომცველ ატმოსფეროში და არა შხმ-ში.

18. ხის და მისი გარემომცველი ჰაერის მინიმალური ტემპერატურა არ უნდა  იქნეს 100 С-ზე ნაკლები, ხოლო ექსპოზიციის მინიმალური დრო − არანაკლებ 24 საათისა.

19. შხმ-ში კდ-ის მისაღწევად საჭირო მეთილბრომიდის კონცენტრაციის მონიტორინგი უნდა ჩატარდეს დამუშავების  დაწყებიდან 2, 4 და 24 საათის შემდეგ, დანართი №4 -ის შესაბამისად.  

20. თუ მეთილბრომიდი დაბალი კონცენტრაციისაა  და დამუშავება მოითხოვს დროის  გახანგრძლივებას, დამუშავების დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს აირის კონცენტრაციის დამატებითი გაზომვა და გაკეთდეს ჩანაწერი.

21. თუ  24 საათის განმავლობაში არ მიიღწევა კდ,  24 საათის შემდეგ დამუშავება უნდა დაიწყოს თავიდან, მეთილბრომიდის დამატების გარეშე და არაუმეტეს  2 საათისა გახანგრძლივდეს დამუშავების დრო, დანართი №3-ის შესაბამისად, მინიმალური ნარჩენი კონცენტრაციის გადახრა დასაშვებია  დაახლოებით  5%-ით.

 22. მეთილბრომიდით დამუშავებისას ბიზნესოპერატორმა უნდა ჩაიწეროს:

ა) მეთილბრომიდის სავაჭრო დასახელება;

ბ) მოქმედი ნივთიერება;

გ) გამოყენებული კონცენტრაცია;

დ) მწარმოებელი;

ე) გამოყენების ვადა;

ვ) პრეპარატის მიღებული, გახარჯული და დარჩენილი რაოდენობა.

23. ბიზნესოპერატორმა უნდა შეინახოს მეთილბრომიდით დამუშავებისა და დაკალიბრებული გამზომი მოწყობილობების  მონაცემები  სამი წლის  განმავლობაში.

მუხლი 15. შესაფუთი ხის მასალის  მარკირება

1. მარკირება ადასტურებს, რომ  შხმ  დამუშავდა  ამ  წესის მოთხოვნების შესაბამისად.

2. დამუშავებულ შხმ-ზე კეთდება მარკირება (დანართი №5),  რომელშიც აღნიშნული უნდა იქნეს:

ა) მარცხენა ნაწილში IPPC-ის  შემოკლებული დასახელება და სიმბოლო;

ბ) მარჯვენა ნაწილში მწარმოებელი ქვეყნის ორნიშნა GE – ISO კოდი;

გ) სააგენტოს მიერ ბიზნესოპერატორისათვის მინიჭებული სამნიშნა − OOO კოდი, რომლითაც იგი შეტანილია რეესტრში;

დ) შხმ-ის დამუშავების ტიპის აღმნიშვნელი ორნიშნა XX - კოდი: DH, HT ან MB.

3. შხმ-ის ერთეულის მარკირება უნდა იქნეს:

ა) მართკუთხედის ან კვადრატის ფორმის;

ბ) დატანილი წყალგამძლე საღებავით ან ამომწვარი. გამოსაჩენ ადგილას, ადვილად წასაკითხი, გამადიდებელი საშუალებების გამოყენების გარეშე, ორ საპირისპირო მხარეს განთავსებული;

გ) მდგრადი და არ იშლებოდეს ადვილად.

4. შხმ-ის ერთეულის  მარკირება არ უნდა იქნეს:

ა)  დაწერილი ან  დახატული;

ბ)  წითელი და ნარინჯისფერი;

გ)  სხვა შხმ-იდან გადმოტანილი.

5. სავაჭრო ნიშანი ან ლოგო უნდა განთავსდეს მარკირებასთან.

6. დაუშვებელია  სავაჭრო ნიშნის ან ლოგოს მარკირების ფარგლებში მოქცევა.

მუხლი 16. შეკეთებული შესაფუთი ხის მასალა 

1. შეკეთებულად ითვლება შხმ, რომლის შემადგენლობის არაუმეტეს 1/3-ისა შეცვლილია.

2. თუ შესაკეთებლად  გამოიყენება დამუშავებული ხის მასალა, მაშინ  ყოველი დამატებული  ერთეული უნდა შეიცავდეს  მარკირებას.

3. თუ შესაკეთებლად გამოყენებული იყო დაუმუშავებელი ხის მასალა, მაშინ შეკეთებული შხმ-ის ერთეული განმეორებით უნდა დამუშავდეს და გაუკეთდეს მარკირება.

4. შეკეთებულ შხმ-ზე რამდენიმე მარკირების არსებობა არ წარმოადგენს  ამ  წესთან  შეუსაბამობას.

5. შეკეთებული  შხმ-იდან უნდა წაიშალოს  წინა  მარკირება  და განმეორებით დამუშავდეს იმ შემთხვევაში, თუ მასში აღმოჩენილია საკარანტინო მავნე ორგანიზმი ან მრავლობითი მარკირების გამო შეუძლებელია  შხმ-ის წარმომავლობის დადგენა.  

6. შეკეთებული  შხმ-ის მეთილბრომიდით ხელახალი დამუშავებისას, რეკომენდებულია მეთილბრომიდის კონცენტრაციის შემცირება. ხელახალი  დამუშავების ჩატარების შემდეგ,  თავიდან  უნდა მოხდეს მარკირება, ამ  წესის შესაბამისად.

7. შხმ, რომლის შემადგენლობის 1/3-ზე მეტი  გამოცვლილია, უნდა დამუშავდეს და გაუკეთდეს ხელახალი მარკირება.

მუხლი 17.  შესაფუთი ხის მასალის  ხელმეორედ გამოყენება

ამ წესის შესაბამისად, დამუშავებული და მარკირებული შხმ-ის ერთეული, რომელიც არ შეკეთებულა,  ხელმეორედ გამოყენებისას  აღარ საჭიროებს განმეორებით დამუშავებასა და მარკირებას.

მუხლი 18.  მარკირების გამოყენების უფლების შეჩერება

1. სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლენილი ისეთი შეუსაბამობის გამოსასწორებლად, რომელიც გავლენას არ ახდენს დამუშავების პროცესზე, ბიზნესოპერატორს ეძლევა რეკომენდაცია და გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად, საწარმოო პროცესის შეჩერების გარეშე.

2. სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლენილი ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენისას, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს შხმ-ის დამუშავების პროცესზე,  ბიზნესოპერატორს შეუსაბამობის გამოსწორებამდე  უჩერდება  მარკირების გამოყენების უფლება.

მუხლი 19. მარკირების გამოყენების უფლების გაუქმება

1. სააგენტოს მიერ  მარკირების გამოყენების უფლების გაუქმება ხდება:

ა) ბიზნესოპერატორის განცხადების საფუძველზე;

ბ) ბიზნესოპერატორის საქმიანობის შეწყვეტისას;

გ) სააგენტოსათვის   არასწორი მონაცემების წარდგენისას;

დ) სააგენტოს რეკომენდაციის შეუსრულებლობისას.

2. მარკირების გამოყენების უფლების გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბიზნესოპერატორს.

3. მარკირების გამოყენების უფლების ხელახლა მისაღებად ბიზნესოპერატორმა უნდა მიმართოს  სააგენტოს.

მუხლი 20. სახელმწიფო კონტროლი

1. სახელმწიფო კონტროლი ამ წესის მიზნებისათვის ხორციელდება ინსპექტირებისა და დოკუმენტური შემოწმების საშუალებით.

2. ინსპექტირების  საფუძველია:

ა) ბიზნესოპერატორის განცხადება  მარკირების უფლების  მინიჭების შესახებ;

ბ) სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა;

გ) რეკომენდაციის  შესრულების გადამოწმება;

დ) შხმ-ის ამ წესთან  შეუსაბამობის შესახებ  სააგენტოში შემოსული შეტყობინება.  

3. დოკუმენტური შემოწმების საფუძველია  სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა.

4. სახელმწიფო კონტროლისას  ივსება  შხმ-ის შესაბამისობის შეფასების აქტი (დანართი  №2) ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ბიზნესოპერატორს, მეორე რჩება სააგენტოს.

5. სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შესაბამისად, ხოლო ამ წესთან შეუსაბამო შხმ-ის წარმოების შესახებ მიღებული შეტყობინებიდან − დაუყოვნებლივ.

მუხლი 21.  შეუსაბამო შესაფუთი ხის მასალა

შეუსაბამოა შხმ:

ა) რომელიც გამოიყენება ამ წესის მიზნებისათვის და არ არის  დამზადებული და მარკირებული ამ წესის შესაბამისად ან/და არ გააჩნია საერთაშორისო ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი;

ბ) როდესაც ამ წესის შესაბამისად მარკირებულ შხმ-ში აღმოჩენილია საკარანტინო მავნე ორგანიზმი.


დანართი №1
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სსიპ  სურსათის ეროვნული სააგენტო

მარკირების გამოყენების უფლების მინიჭების

მოწმობა

№ 000


1. ბიზნესოპერატორის დასახელება______________________________________________

2. საწარმოს მისამართი_____________________________________________________

3. ბიზნესოპერატორის რეგისტრაციის №_______________________

4. ბიზნესოპერატორის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი:

_____________________________________________________________________________

5. ბიზნესოპერატორის ან საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის

პირადი №______________________ 

6. ბიზნესოპერატორის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტა, ფაქსი)

_____________________________________________________________________________

7. დამუშავების ტიპის ორნიშნა კოდი HT,   DH,  MB

_____________________________________________________________________________

8. ბიზნესოპერატორს სააგენტოს მიერ მიენიჭა სამნიშნა კოდი______________________

9. მოწმობის გამცემი ორგანო____________________________________________________

10. მოწმობის გაცემის თარიღი____________________________________________________

 

სააგენტოს უფროსი                                                                                          ბ.ა

 

 

დანართი №2

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო

შესაფუთი ხის მასალის შესაბამისობის შეფასების

აქტი №  ______

(ივსება შესაფუთი ხის მასალის  დამამუშავებელი ბინესოპერატორისადმი წაყენებული ზოგადი მოთხოვნების შემოწმების მიზნით)

 

აქტი შედგენილია ორ ეგზემპლარად

1

ბიზნესოპერატორის სრული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი

 

2

ბიზნესოპერატორის იურიდიული და ფაქტობრივი

მისამართები

 

3

ბიზნესოპერატორის, ხელმძღვანელის ან

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის

სახელი:

 გვარი:

თანამდებობა:

პირადი №:

სააგენტოს მიერ მინიჭებული კოდი:

 

4

სააგენტოს  უფლებამოსილი პირი

სახელი:

გვარი:

თანამდებობა:

 

5

დამსწრე პირების (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

სახელი:

გვარი:

თანამდებობა:

პირადი №:

 

 

6

სახემწიფო კონტროლი

 

7

 

 

თერმული დამუშავება

 

დამუშავების ტიპის ორნიშნა  კოდი  НТ

 

 

 (აუცილებელი პირობა: 30 წთ-ის განმავლობაში შენარჩუნებულია  56 0C  t შეჩერების  გარეშე)

 

 

 

 

 

 

 

 

ტესტური დამუშავების სერია

კამერაში არსებული

 

 t0

t0 C  ხის სხვადასხვა ადგილას

ხის ზედაპირზე

 t0 C

ხის გულში

 t0 C

 

 

 

 

 

 

 

t 0C

დამუშავებამდე

დამუშავების შემდეგ

დრო

(წთ.)

 

7.1

თერმული დამუშავების სახე:

(ქვეშ ხაზი გაესვას):

-          ორთქლში გატარება

-          კამერული  შრობა

-          წნევის ქვეშ ქიმიური გაჯერება თერმული ზემოქმედებით

-          დიელექტრული გაცხელება

( მიკროტალღები, რადიოსიხშირე )

 

 

 

 

8

შხმ-ს ტიპი

( ქვეშ ხაზი გაესვას ):

 

ახალი:

 

ხელმეორედ გამოყენებული:

 

შეკეთებული:

9

 

თერმოკამერების მოთხოვნებთან შესაბამისობა:

 

 

 

 

 

შენიშვნა

(უარყოფითი შედეგის შემთხვევაში შესაბამისი დასაბუთება)

 

 

რეკომენდაციები:

 

 

 

9.1

 

 

 

თერმოკამერები ჰერმეტულია და კარგად იზოლირებული, იატაკის იზოლაციის ჩათვლით

 

 

 

 

 

9.2

 

 

ჰაერის ნაკადი მოძრაობს ხის გროვების გარშემო და მის შიგნით

 

 

 

 

 

 

 

 

9.3

ჰაერის დეფლექტორი გამოყენებულია  მოთხოვნების შესაბამისად

 

 

 

 

 

 

9.4

ვენტილატორების  არსებობა და სამუშაო მდგომარეობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

9.5

ჩატვირთვამდე ყველაზე ცივი ადგილი

ხის ზედაპირი

ხის შუა გული

კამერის

შესასვლელში

შუაში

ბოლოში

ხეში

 

 

 

 

 

კამერაში

 

 

 

 

 

9.6

გამოყენებული ტემპერატურული სენსორების რაოდენობა

(ცალი)

 

 

9.7

სწორად არის თუ არა სენსორები განთავსებული

 

 

 

 

-          ხეში

 

-          ქვეშსადებ დაფებში

 

-          ბლოკებში

 

 

კი

 

არა

 

შენიშვნა

(უარყოფითი შედეგის შემთხვევაში შესაბამისი დასაბუთება)

რეკომენდაციები:

 

 

 

 

 

 

 

9.8

დაბეჭდილია თუ არა გაბურღული ხვრელი და აღკვეთილია თუ არა  ტემპერატურის გაზომვის ნებისმიერი ხარვეზი

 

 

 

 

 

9.9

 

ტემპერატურის გაზომვის სიხშირე

 

9.10

 

 

 

ხის გარეგანი მდგომარეობა

 

 

 

კი

 

 

 

 

არა

 

 

 

 

შენიშვნა

(უარყოფითი შედეგის შემთხვევაში შესაბამისი დასაბუთება)

 

რეკომენდაციები:

 

 

 

9.11

 

ლურსმნები

 

 

 მეტალის

 

 

 

 

 

 

 

 

9.12

ბიზნესოპერატორები ინახავენ თუ არა თერმული დამუშავბისა და დაკალიბრებული გამზომი მოწყობილობების ჩანაწერებს სამი წლის განმავლობაში

კი

არა

შენიშვნა

(უარყოფითი შედეგის შემთხვევაში შესაბამისი დასაბუთება)

შენიშვნა

(უარყოფითი შედეგის შემთხვევაში შესაბამისი დასაბუთება)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10

 

დიელექტრული გაცხელება მიკროტალღებით

 

დამუშავების ტიპის ორნიშნა კოდი

 

DH

 

( აუცილებელი მოთხოვნა:

ხის ნაჭერი (რომლის ზომა არ აღემატება 20 სმ-ს)  ან  გროვა უნდა გაცხელდეს

ერთი წუთის განმავლობაში

შეჩერების გარეშე ხის მთელ სისქეში

( ზედაპირის ჩათვლით )

60 0 C-ის

მისაღწევად

 

კი

 

 

 

არა

 

 

 

შენიშვნა

(უარყოფითი შედეგის შემთხვევაში შესაბამისი დასაბუთება)

რეკომენდაციები:

 

 

10.1

 

 

ტარდება თუ არა დასამუშავებელ ხის ზედაპირზე ტემპერატურის მონიტორინგი

 

 

 

 

 

 

 

 

10.2

ტემპერატურული სენსორების რაოდენობა

 

 

10.3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტემპერატურის გადამცემი, გამზომი და ჩამწერი მოწყობილობები დაკალიბრებულია ინსტრუქციის მიხედვით

 

 

კი

 

 

 

 

არა

 

 

 

შენიშვნა

(უარყოფითი შედეგის შემთხვევაში შესაბამისი დასაბუთება)

 

რეკომენდაციები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10.3.1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 5 სმ-ზე მეტი სისქის  ხის, დიელექტრული გაცხელება მოხდა თუ არა 2,45 გჰ. სიხშირეზე  ორმხრივი გამაცხელებლით ან  ტალღის რამდენიმე გამშვების გამოყენებით 

 

 

 

 

11.

 

 

 

 

 

 

 

ბიზნესოპერატორები ინახავენ თუ არა თერმული დამუშავებისა და დაკალიბრებული გამზომი მოწყობილობების ჩანაწერებს სამი წლის განმავლობაში

კი

არა

შენიშვნა

(უარყოფითი შედეგის შემთხვევაში შესაბამისი დასაბუთება)

რეკომენდაციები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

12.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მეთილბრომიდით დამუშავება

დამუშავების ტიპის ორნიშნა კოდი

 MB

 

კი

არა

შენიშვნა

(უარყოფითი შედეგის შემთხვევაში შესაბამისი დასაბუთება)

რეკომენდაციები:

12.1

 

 

 

 

 

სწორედ არის თუ არა განაწილებული ვენტილიატორები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

12.2

 

 

 

 

 

 

საფუმიგაციო სათავსო არის თუ არა კარგად დალუქული და აირგაუმტარი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

12.3

 

 

 

 

არის თუ არა საფარი აირგაუმტარი და  ნაკერებში იატაკის დონემდე დაბეჭდილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

12.4

 

 

 

არის თუ არა საფუმიგაციო კამერის იატაკი აირგაუმტარი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

12.5

 

თუ ის აირგამტარია, არის თუ არა მასზე დაგებული აირგაუმტარი საფარი

 

 

 

 

 

 

12.6

 

 

 

 

 

ხდება თუ არა მეთილბრომიდის გამოყენება  ამაორთქლებლით საფუმიგაციო სათავსოში მის შესვლამდე

 

 

 

 

 

12.7

 

მეთილბრომიდით დასამუშავებელი  შხმ  ხომ არ არის დაფარული მეთილბრომიდის შეუღწევადი მასალებით

 

 

 

 

 

12.8

 

 

 

 

 

 

 

აქვთ თუ არა თერმომეტრები, გაზოანალიზატორები, მეთილბრომიდისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები

 

 

 

 

 

 

 

12.9

 

აქვთ თუ არა ჩაწერილი, რომ

აირის კონცენტრაციის მონიტორინგი  ჩატარდა დამუშავების დაწყებიდან 2, 4 და 24 საათის შემდეგ

 

 

 

 

 

12.10

 

 

 

 

 

 

აქვთ თუ არა ჩაწერილი, რომ

შხმ-ს ფუმიგაციისას

კდ

მიღწეულია

24  საათზე მეტი დროის განმავლობაში

 

 

 

 

 

 

12.11

 

 

 

დაბალი კონცენტრაციის მეთილბრომიდით დამუშავებისას დამუშავების  დრო გახანგრძლივებულია და დამუშავების  დასრულების შემდეგ დამატებით გაიზომა აირის კონცენტრაცია

 

 

 

 

 

12.12

 

 

 

 

აქვთ თუ არა ჩაწერილი:

 

  • მეთილბრომიდის
  • სავაჭრო დასახელება;
  • მოქმედი
  • ნივთიერება;
  • გამოყენებული
  • კონცენტრაცია;
  • მწარმოებელი;
  • გამოყენების ვადა ;
  • პრეპარატის
  • მიღებული
  • რაოდენობა;
  • პრეპარატის
  • გახარჯული
  • რაოდენობა;
  • პრეპარატის
  • დარჩენილი
  • რაოდენობა.

 

 

 

 

 

12.13

მეთილბრომიდით დამუშავების  შედეგების ჩანაწერებს ინახავს სამი წლის განმავლობაში

 

 

 

 

 

 

 

 

13.

მარკირება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კი

არა

შენიშვნა

(უარყოფითი შედეგის შემთხვევაში შესაბამისი დასაბუთება)

 

 

რეკომენდაციები:

 

 

 

 

13.1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მარკირება სწორად არის თუ არა გამოყენებული

 

 

ჩანაწერები მარკირების შესახებ

 

 

 

 

 

 

კი

 

 

 

 

არა

 

 

შენიშვნა

(უარყოფითი შედეგის შემთხვევაში შესაბამისი დასაბუთება)

რეკომენდაციები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

13.2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩანაწერები

შხმ-ზე ადრე არსებული

 მარკირებების შესახებ

 

 

 

 

 

 

 

შხმ-ზე ადრე არსებული მარკირებები

წაიშალა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადაიღება

 

 

 

 

 

 

13.3

 

 

 

 

 

 

ჩანაწერები

შეკეთებულ შხმ-ზე ადრე არსებული

მარკირებების შესახებ

 

შეკეთებულ  შხმ-ზე ადრე არსებული

მარკირებები

წაიშალა

 

 

 

 

 

გადაიღება

 

13.4

ჩანაწერები შეკეთებული შხმ-ს განმეორებით დამუშავებისა და მარკირების შესახებ

 

შხმ შეკეთებულია,  განმეორებით არის დამუშავებული და მარკირებული

 

შენიშვნა

(უარყოფითი შედეგის შემთხვევაში შესაბამისი დასაბუთება)

 

რეკომენდაციები:

 

კი

 

 

არა

 

 

 

 

 

 

 

 

 

14

შეუსაბამობის შემთხვევაში მიუთითეთ რეკომენდაციების შესრულებისათვის საჭირო გონივრული ვადა

 

 

 

 

 

 

 

 

15

 

 

 

 

 

 

 

 

სახელმწიფო კონტროლის ჩატარების

თარიღი(თვე, რიცხვი, წელი)

და დასრულების დრო (სთ/წთ)

 

 

 

 

დაიწყო

 

 

 

 

დასრულდა

 

 

 

 

 

 

16

 

სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

17

ბიზნესოპერატორის  ან

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი

პირის ხელმოწერა

 

 

 

ვეთანხმები

 

 

 

 

 

არ ვეთანხმები

(მიუთითეთ

კონკრეტული საკითხები და

პუნქტები)

 

18

დამსწრე პირის ხელმოწერა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

 

 

დანართი №3

კდ-ს  მინიმალური მნიშვნელობა, შესაფუთი ხის მასალის 24 სთ-ზე მეტი დროის განმავლობაში მეთილბრომიდით  დამუშავებისას

 

ტემპერატურა ( 00 С )

 

კდ (გ.სთ/მ3) 24 სთ-ზე მეტი

 

 

მინიმალური ზღვრული კონცენტრაცია

( გ/მ3) 24 სთ-ის შემდეგ

 

21,0 ან მეტი

650

24

16,0 – 20,9

800

28

10,0 – 15,9

900

32

 

დანართი №4

შესაფუთ ხის მასალაში კდ-ს მისაღწევად საჭირო მეთილბრომიდის კონცენტრაციის მონიტორინგი დამუშავების  დაწყებიდან 2, 4 და 24 სთ-ის შემდეგ

 

ტემპერატურა

დოზა (გ/მ3)

მინიმალური კონცენტრაცია (გ/მ3) სთ-ის შემდეგ

 

2 სთ

4 სთ

24 სთ

210 C ან მეტი

48

36

31

24

160 C ან მეტი

56

42

36

28

100 C ან მეტი

64

48

42

32

 

დანართი N 5

დამუშავებული შესაფუთი ხის მასალის მარკირება

1.

2.

3.

4.

5.

                                                              6.