„ტექნიკური რეგლამენტის − „შესაფუთი ხის მასალის რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №477 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის − „შესაფუთი ხის მასალის რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №477 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 308
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020623
308
01/06/2018
ვებგვერდი, 06/06/2018
300160070.10.003.020623
„ტექნიკური რეგლამენტის − „შესაფუთი ხის მასალის რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №477 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №308

2018 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − „შესაფუთი ხის მასალის რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №477 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „შესაფუთი ხის მასალის რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის  №477 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/09/2015,  300160070.10.003.018863) შეტანილ იქნეს ცვლილება და  დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − შესაფუთი ხის მასალის რეგულირების წესის“:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესის შესაბამისად, შხმ-ის დამუშავებაზე, დამზადებაზე, შეკეთებასა და მარკირებაზე  სახელმწიფო კონტროლს  ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო  (შემდგომში − სააგენტო).“.

2. დანართ №1-ის სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

 სსიპსურსათის ეროვნული სააგენტო

მარკირების გამოყენების უფლების მინიჭების მოწმობა

№000“.

3. დანართ 2-ის  სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

აქართველოს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სსიპსურსათის ეროვნული სააგენტო

შესაფუთი ხის მასალის შესაბამისობის შეფასების

აქტი №  __

(ივსება შესაფუთი ხის მასალის  დამამუშავებელი ბიზნესოპერატორისადმი წაყენებული ზოგადი მოთხოვნების შემოწმების მიზნით)“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი