დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 124 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.22.038.016539 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/09/2015 - 23/06/2016)
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები თანდართული №1, №2, №3 და №4 დანართების შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის საყაზარმე პირობებში მყოფი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგო განისაზღვროს თვეში 7 (შვიდი) ლარის ოდენობით, ხოლო არასაყაზარმე პირობებში მყოფი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგო განისაზღვროს თვეში 66 (სამოცდაექვსი) ლარის ოდენობით.
|
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №62 ბრძანება.
|
| მუხლი 4 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი №1
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების (გარდა სამედიცინო დეპარტამენტისა), გენერალური ინსპექციისა და საგამოძიებო დეპარტამენტის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები
|
|
დანართი №2
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები
|
|
დანართი №3
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის (გარდა პენიტენციური დაწესებულებებისა) საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები
|
|
დანართი №4
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულებების საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები