დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ახალგორის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1762 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019813 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №176 2
2015 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
ახალგორისმუნიციპალიტეტისათვისსაქართველოსმთავრობის სარეზერვოფონდიდანთანხისგამოყოფისშესახებ
საქართველოსფინანსთასამინისტრომ„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოსკანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ახალგორის მუნიციპალიტეტსგამოუყოს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) ა(ა)იპ − ახალგორის მუნიციპალიტეტის წეროვნის დევნილთა დასახლების სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით;
ბ) წეროვნის დევნილთა დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის ფუნქციონირებისათვის;
გ) წეროვნის დევნილთა დასახლებაში ახალგაზრდული სახლისათვის ინვენტარის შეძენის მიზნით;
დ) წეროვნის, წილკნისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში გარე განათების სისტემის ფუნქციონირებისათვის;
ე) წილკნისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში არსებული სასმელი წყლის ჭაბურღილების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები