სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

  • Word
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1761
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019812
  • Word
1761
25/08/2015
ვებგვერდი, 07/09/2015
000000000.00.003.019812
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №176 1

2015 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისგანხორციელების თაობაზე

1. 2015 წლის აგვისტოს თვეში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგებისსალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 3 899 340 (სამი მილიონ რვაას ოთხმოცდაცხრამეტი ათას სამას ორმოცი)ლარი, მათ შორის:

ა) ყვარლის მუნიციპალიტეტს 1 400 000 (ერთი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი;

ბ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს 1 393 612 (ერთი მილიონ სამას ოთხმოცდაცამეტი ათას ექვსას თორმეტი) ლარი;

გ) ონის მუნიციპალიტეტს 896 100 (რვაას ოთხმოცდათექვსმეტი ათას ასი) ლარი;

დ) ახმეტის მუნიციპალიტეტს 209 628 (ორას ცხრა ათას ექვსას ოცდარვა) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ყვარლის, ლაგოდეხის, ონისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებს მიეცეთ უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი