„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1498
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 24/06/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 15/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 250.000.000.05.001.001.843
  • Word
1498
02/06/2005
სსმ, 30, 24/06/2005
250.000.000.05.001.001.843
„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 13) დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:

     „მუხლი 271. წინასწარი განაწილება

1. გაკოტრების მმართველმა ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაკმაყოფილება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მოთხოვნების შესამოწმებელი ძირითადი სხდომის ჩატარების შემდეგ და სასამართლოს წინასწარი თანხმობით.

2. გაკოტრების მმართველს შეუძლია, თუ მას აქვს ფულადი სახსრები და სრულადაა დაფარული ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვ-ნები, დაფაროს ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები მასის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების ნაწილით (წინასწარი განაწილება). წინასწარი განაწილების დროს დაუშვებელია დაგვიანებით გაცხადებული მოთხოვნების დაკმაყოფილება.

3. წინასწარი განაწილება ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების მიმართ შეიძლება განხორციელდეს მას შემდეგ, რაც დაიფარება ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

4. თუ არჩეულია (დანიშნულია) კრედიტორთა კომიტეტი, წინასწარი განაწილებისათვის აუცილებელია მისი თანხმობა.

5. ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების მიმართ წინასწარი განაწილებისათვის გადასახდელ პროცენტულ განაკვეთს, ამ მოთხოვნების მოცულობის პროპორციულობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს გაკოტრების მმართველი, ხოლო კრედიტორთა კომიტეტის არსებობის შემთხვევაში, გაკოტრების მმართველის განცხადების საფუძველზე – კრედიტორთა კომიტეტი. გაკოტრების მმართველს შეუძლია წინასწარი განაწილების დროს სასამართლოს თანხმობით სრულად დაფაროს ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები მასის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგებით.

6. წინასწარი განაწილების შემდეგ გაკოტრების მმართველმა უნდა შეადგინოს ამის შესახებ ანგარიში, რომელიც უნდა შეამოწმოს სასამართლომ.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 2 ივნისი.

№1498–Iს