დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1714 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019780 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1714
2015 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
1. საქართველოს მიერ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ (VLAP) განხორციელების შესახებ 2015 წლის 8 მაისს გამოქვეყნებული ევროკავშირის მესამე ანგარიშის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 6 სექტემბრის №1237 განკარგულებით დამტკიცებული „2014-2017 წლებისთვის ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის“ ფარგლებში, დამტკიცდეს ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა (2015 წლის ივლისი-დეკემბერი) დანართის შესაბამისად.
2. დაევალოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს „ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის“ განხორციელების კოორდინაცია.
3. „ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე მომხსენებლად განისაზღვროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
4. განკარგულება ძალაშია 2015 წლის 1 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები