ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ

ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 422
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 360100000.10.003.018808
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
422
11/08/2015
ვებგვერდი, 12/08/2015
360100000.10.003.018808
ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/08/2015 - 28/07/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №422

2015 წლის 11 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ

მუხლი 1
საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12  მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული დადგენილება „ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ“. 
მუხლი 2
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, 2016 წლის პირველ აგვისტომდე, გამოსცეს ბრძანება „აღრიცხვა-ანგარიშგების ელექტრონული ფორმების და ნარჩენების მონაცემთა ბაზის ელექტრონული ფორმების შევსების წესის შესახებ“.
მუხლი 3
1. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2016 წლის 1 აგვისტოდან.

2. დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების

ფორმა და შინაარსი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე დადგენილება განსაზღვრავს საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირების მიერ ნარჩენების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის წარმოებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში  სამინისტრო) წინაშე ანგარიშების წარდგენის წესს.  

2. ნარჩენების აღრიცხვის წარმოებისა და ანგარიშგების მიზანია ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების შესახებ სრული და საიმედო ინფორმაციის მიღება, რაც მიიღწევა მონაცემების ელექტრონული დოკუმენტირებისა და ანგარიშგების პროცედურების დადგენილი წესით და ასევე იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ვალდებულებების განსაზღვრით, რომლებიც წარმოქმნიან, აგროვებენ, გადაზიდავენ ან/და ამუშავებენ ნარჩენებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ნარჩენების მართვის კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ტერმინებს.

მუხლი  3. აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელებაზე ვალდებული სუბიექტები

აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელების ვალდებულება ეკისრებათ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს:

ა) რომელთა სამეწარმეო საქმიანობა დაკავშირებულია ნარჩენების შეგროვებასთან, ტრანსპორტირებასთან ან/და დამუშავებასთან;

ბ) რომელთა საქმიანობის შედეგად, წლის განმავლობაში, 2 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი (გარდა მუნიციპალური ნარჩენებისა) ან/და ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება.

მუხლი 4. ნარჩენების მონაცემთა ბაზა

1. აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების შევსება და სამინისტროში წარდგენა წარმოებს  ელექტრონული ფორმით, ნარჩენების მონაცემთა ბაზაში.

2. ნარჩენების მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას ახორციელებს  სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი ინსტრუქციები, მათი პრაქტიკაში გატარების მიზნით.

3. აღრიცხვა-ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს და ნარჩენების მონაცემთა ბაზის  ელექტრონული ფორმების შევსების წესს ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.

მუხლი 5. აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელების წესი

1. ნარჩენების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სავალდებულოა მე-3 მუხლით განსაზღვრული პირებისათვის, რისთვისაც ისინი ავსებენ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმას სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის  www.moe.gov.ge-ს  მეშვეობით.

2. სამინისტრო 5 დღის ვადაში აგზავნის რეგისტრაციის დადასტურების შესახებ  შეტყობინებას რეგისტრაციის ფორმაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რაც ჩაითვლება რეგისტრაციის ოფიციალურ დადასტურებად.

3. ნარჩენების მართვის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის დადასტურების შემდეგ, რეგისტრირებულ პირს ენიჭება მომხმარებლის სახელი და პაროლი.

4. ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული სუბიექტების მიერ აღრიცხვა-ანგარიშგების დადგენილი წესით წარმოების შემოწმებას ახორციელებს სამინისტრო კანონმდებლობის შესაბამისად.

 მუხლი  6.  პასუხისმგებლობა ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის

პასუხისმგებლობა ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პირს დაეკისრება ნარჩენების მართვის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად.