დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №422 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 332 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360100000.10.003.025224 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №422 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/08/2015, 360100000.10.003.018808) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის“:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს დადგენილება განსაზღვრავს საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირების მიერ ნარჩენების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის წარმოებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) წინაშე ანგარიშების წარდგენის წესს.“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელებაზე ვალდებული სუბიექტები ნარჩენების აღრიცხვისა და სააგენტოს წინაშე შესაბამისი ანგარიშგების ვალდებულება ეკისრებათ: ა) ნარჩენების მართვის კოდექსის 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმიანობების განმახორციელებელ პირებს; ბ) ნარჩენების წარმომქმნელს, რომლის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, წლის განმავლობაში, 2 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი (გარდა მუნიციპალური ნარჩენისა) ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება.“. 3. მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების შევსება და სააგენტოში წარდგენა წარმოებს ელექტრონული ფორმით, ნარჩენების მონაცემთა ბაზაში. 2. ნარჩენების მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას ახორციელებს სააგენტო, რომელიც უფლებამოსილია, გამოსცეს შესაბამისი ინსტრუქციები, მათი პრაქტიკაში გატარების მიზნით.“. 4. მე-5 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნარჩენების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სავალდებულოა მე-3 მუხლით განსაზღვრული პირებისათვის, რისთვისაც ისინი ავსებენ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმას ვებგვერდის − www.wms.mepa.gov.ge მეშვეობით. 2. სააგენტო 5 სამუშაო დღის ვადაში აგზავნის რეგისტრაციის დადასტურების შესახებ შეტყობინებას რეგისტრაციის ფორმაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რაც ჩაითვლება რეგისტრაციის ოფიციალურ დადასტურებად.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული სუბიექტების მიერ აღრიცხვა-ანგარიშგების დადგენილი წესით წარმოების შემოწმებას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კანონმდებლობის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები