„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 258
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2015
ძალაში შესვლის თარიღი 15/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016790
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
258
10/08/2015
ვებგვერდი, 11/08/2015
230210000.22.033.016790
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (11/08/2015 - 19/08/2015)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №258

2015 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31.07.2012 წ.,  სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-18 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი საქონელი, რომელიც, დადგენილი წესის შესაბამისად, დეკლარირდება ზეპირად ან ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით ან გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით;“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ექსპორტით გასატანი, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი (გარდა შავი, ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირებას ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში .“.

2. 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ექსპორტით გასატანი, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონლის (გარდა შავი, ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო გამშვებ პუნქტში სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით.“.

3. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ნ) მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ექსპორტის შემთხვევაში − შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

4. 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რდაქციით:

„ბ) 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოდან გატანის დროს, გარდა ამ საქონლის გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირების შემთხვევისა;“.

5. დანართი №XI-01 -ის (ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია):

ა) III ნაწილის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი, თქვენი სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეავსოთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა“ ან წარადგინოთ გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, ან განახორციელოთ დეკლარირება სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით.“;

ბ) „მნიშვნელოვანი ინფორმაციის“ მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ თქვენ მიერ საქართველოდან გასატანი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს და მეტს, ან/და საქონლის გატანისათვის საჭიროა ნებართვა-ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით.“.

6. 55-ე მუხლის მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

„ა1) მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში − საბაჟო გამშვებ პუნქტში  ხე-ტყის  სასაქონლო ზედნადების წარდგენით, რომელთან ერთადაც წარედგინება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის  ან  შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი;“.

7. 56- მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ექსპორტით გასატანი საქონლის სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირებისას ზედნადების წარდგენილი ეგზემპლარების უკანა გვერდზე მიეთითება გაშვების ნებართვის დამადასტურებელი აღნიშვნა.“.

8. 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განახორციელოს საქონლის დეკლარირება სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით, ან“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 15 აგვისტოდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური