დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 258 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 10/08/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 15/08/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016790 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/08/2015 - 19/08/2015)
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31.07.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი საქონელი, რომელიც, დადგენილი წესის შესაბამისად, დეკლარირდება ზეპირად ან ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით ან გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით;“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ექსპორტით გასატანი, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი (გარდა შავი, ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირებას ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში .“. 2. 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ექსპორტით გასატანი, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონლის (გარდა შავი, ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო გამშვებ პუნქტში სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით.“. 3. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი: „ნ) მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ექსპორტის შემთხვევაში − შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.“. 4. 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რდაქციით: „ბ) 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოდან გატანის დროს, გარდა ამ საქონლის გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირების შემთხვევისა;“. 5. დანართი №XI-01 -ის (ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია): ა) III ნაწილის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი, თქვენი სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეავსოთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა“ ან წარადგინოთ გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, ან განახორციელოთ დეკლარირება სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით.“; ბ) „მნიშვნელოვანი ინფორმაციის“ მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ თქვენ მიერ საქართველოდან გასატანი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს და მეტს, ან/და საქონლის გატანისათვის საჭიროა ნებართვა-ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით.“. 6. 55-ე მუხლის მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში − საბაჟო გამშვებ პუნქტში ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით, რომელთან ერთადაც წარედგინება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი;“. 7. 56-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ექსპორტით გასატანი საქონლის სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირებისას ზედნადების წარდგენილი ეგზემპლარების უკანა გვერდზე მიეთითება გაშვების ნებართვის დამადასტურებელი აღნიშვნა.“. 8. 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განახორციელოს საქონლის დეკლარირება სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით, ან“.
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 15 აგვისტოდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები