„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1434
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 02/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.05.001.001.824
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1434
13/05/2005
სსმ, 25, 02/06/2005
470.230.000.05.001.001.824
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-5 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) რეზიდენტურა – უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების ფორმა, რომელიც გულისხმობს სპეციალისტების მომზადებას სახელმწიფო შეკვეთის საფუძველზე (სტომატოლოგიურ სპეციალობებში აგრეთვე კერძო შეკვეთის საფუძველზე), სარეზიდენტო პროგრამის დადგენილ ვადაში გავლით;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) უწყვეტი პროფესიული განვითარება – უმაღლესი სამედიცინო განათლების და უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების მომდევნო პერიოდი, რომელიც გრძელდება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მთელი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში და არის საექიმო საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. მისი მიზანია თანამედროვე მედიცინის მიღწევებთან და ტექნოლოგიებთან დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფა;“;

გ) „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) უმცროსი ექიმი – თანამდებობა, რომლის დაკავების უფლება აქვს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს. ამ თანამდებობაზე დანიშნული პირი ექიმის ფუნქციას ასრულებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით;

ო) უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულა (შემდგომში – უპგ ქულა) – უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობის შესაფასებელი ერთეული;

პ) უპგ ქულების ტიპები – ქულების ტიპებად კლასიფიცირება უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეულ კომპონენტებში მონაწილეობის მიხედვით;“;

დ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“, „ს“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ქ“, „ღ“, „ყ“, „შ“, „ჩ“, „ც“ და „ძ“ ქვეპუნქტები:

„რ) უწყვეტი სამედიცინო განათლება – უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომელიც მოიცავს როგორც თვითგანათლებას, ისე ფორმალიზებული სწავლების/მზადების პროგრამებში მონაწილეობას, აგრეთვე სხვადასხვა საქმიანობებს, რომლებიც ექიმის პროფესიული ცოდნის და უნარ-ჩვევების განმტკიცებას და გაუმჯობესებას უწყობს ხელს (კონგრესებში, კონფერენციებში მონაწილეობა, ნაშრომების გამოქვეყნება, სწავლება და სხვა);

ს) უწყვეტი პრაქტიკული საექიმო საქმიანობა – უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ სპეციალობაში უწყვეტ პრაქტიკულ კლინიკურ საქმიანობას და ფასდება სათანადო მახასიათებლებით (პაციენტების რაოდენო-ბა, ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა, პრაქტიკული საქმიანობის ხანგრძლივობა და სხვა);

ტ) პროფესიული რეაბილიტაცია – უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომელიც გულისხმობს შედარებით ხანგრძლივი (1–5-თვიანი) სწავლების/მზადების კურსის გავლას და რომლის მიზანია ექიმის პროფესიული კომპეტენციის აღდგენა კონკრეტულ საექიმო სპეციალობაში;

უ) სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება – უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომელიც გულისხმობს ექიმის კლინიკური საქმიანობის ხარისხისა და გამოსავლის/შედეგების პერიოდულ შეფასებას და შესაბამისი ინდიკატორების ეტაპობრივ გაუმჯობესებას;

ფ) უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადება – უმაღლესი სამედიცინო განათლების შემდგომი პროფესიული მზადება, რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ საექიმო საქმიანობას და რომლის მიზანია საექიმო სპეციალობის დაუფლება;

ქ) რეზიდენტურის ალტერნატიული უმაღლესის შემდგომი პროფესიული მზადება – უმაღლესის შემდგომი პროფესიული მზადების ფორმა, რომელიც წარიმართება სახელმწიფო დაკვეთის ფარგლების გარეთ და გულისხმობს სარეზიდენტო პროგრამის ყველა მოდულის კანონით განსაზღვრულ ვადებში გავლას;

ღ) საექიმო სპეციალობის მაძიებელი – პირი, რომელიც ეუფლება საექიმო სპეციალობას ამ კანონით დადგენილი წესით, რეზიდენტურის ალტერნატიული უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებით;

ყ) მოდული – უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების პროგრამის დამოუკიდებელი ბლოკი, რომელიც მოიცავს კონკრეტულ სფეროს და რომელშიც ასახულია მზადების მიზანი, ასათვისებელი საკითხების და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, მზადების ფორმები, მეთოდები და ხანგრძლივობა, მოსალოდნელი შედეგები და შეფასების კრიტერიუმები;

შ) ერთიანი უმაღლესისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა – პროცედურა, რომლის წარმატებით გავლა უფლებას აძლევს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს, მონაწილეობა მიიღოს უმაღლესისშემდგომ პროფესიულ მზადებაში რომელიმე საექიმო სპეციალობის დასაუფლებლად;

ჩ) კლინიკური პრაქტიკის მეთოდური რეკომენდაცია – კონკრეტული კლინიკური მდგომარეობის პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის ან რეაბილიტაციის სქემა, რომელიც შემუშავებულია ფაქტებზე დამყარებული მედიცინის მონაცემების გამოყენებით;

ც) კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური მეთოდური რეკომენდაცია – კონკრეტული კლინიკური პრობლემის მართვის ქვეყანაში ოფიციალურად აღიარებული სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც ეფუძნება მიმდინარე პერიოდში საერთაშორისოდ აღიარებულ მეცნიერულ მტკიცებულებებს;

ძ) საექიმო სუბსპეციალობა – დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე ექიმი-სპეციალისტის დამატებითი კომპეტენცია, რომელიც გულისხმობს პროფილაქტიკური, სადიაგნოზო, სამკურნალო ან სარეაბილიტაციო ტექნოლოგიის ან მეთოდის ფლობას, ან რომელიმე ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადების მართვას და რომლის დასაუფლებლად აუცილებელია სათანადო მზადების კურსის გავლა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დამტკიცებული შესაბამისი პროგრამით.“.

2. მე-9 მუხლის:

ა)  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება იმ პირისათვის, რომელმაც ასეთი უფლება მიიღო ან უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების კურსი გაიარა უცხო ქვეყანაში“;

ბ)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების კურსი გაიარა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში, საქართველოში იმავე სპეციალობით (სპეციალობებით) სახელმწიფო სერტიფიკატი ეძლევა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად, ამ კანონით დადგენილი წესით, მას შემდეგ, რაც დააკმაყოფილებს იმიგრაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“;

გ)  მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს.“.

3. მე-11 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტრო ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად განსაზღვრავს იმ საექიმო სპეციალობათა ნუსხას, რომელთა განვითარებისათვის ან შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის მიზანშეწონილია უცხო ქვეყნის სპეციალისტის საქართველოში მოწვევა და მისთვის დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უცხო ქვეყნის სპეციალისტს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლებას აძლევს სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭო ექიმთა შესაბამისი პროფესიული ასოციაციის რეკომენდაციით. ამ უფლების დამადასტურებელი საბუთის ფორმას ნორმატიული აქტით განსაზღვრავს სამინისტრო.“;

გ) მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეზიდენტს ან საექიმო სპეციალობის მაძიებელს უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი ჩაეთვლება შესაბამის სპეციალობაში უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების შემადგენელ ნაწილად. ამისათვის აუცი-ლებელია, უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩატარებული სამუშაო შეესაბამებოდეს უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების პროგრამას, რაც უნდა დაადასტუროს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭომ.

14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოში სახელმწიფო სერტი-ფიკატის მქონე პირს უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი ჩაეთვლება უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობად ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ განსაზღვრული პირობების და კრიტერიუმების შესაბამისად.“.

4. მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ არჩეული ახალი საექიმო სპეციალობა არ არის იმ საექიმო სპეციალობის მომიჯნავე, რომლის სახელმწიფო სერტიფიკატიც მას უკვე აქვს, ახალი სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა შესაბამის საექიმო სპეციალობაში უნდა გაიაროს უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების დადგენილი კურსი და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი.

3. თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ არჩეული ახალი საექიმო სპეციალობა იმ სპეციალობის მომიჯნავეა, რომლის სახელმწიფო სერტიფიკატიც მას უკვე აქვს, ახალი სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა შესაბამის საექიმო სპეციალობაში უნდა გაიაროს უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების დადგენილი კურსის ნაწილი. მის მოცულობას და ხანგრძლივობას განსაზღვრავს უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე.“.

5. მე-13 მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საექიმო სპეციალობა, რომელშიც პირს ეძლევა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, უნდა შეესაბამებოდეს მისთვის უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით (დიპლომით) მინიჭებულ კვალიფიკაციას. პროფესიული განათლების შესაბამისობას სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებასთან განსაზღვრავს სამინისტრო.“.

6. მე-14 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რეზიდენტს და საექიმო სპეციალობის მაძიებელს, მხოლოდ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ სამედიცინო დაწესებულებაში, უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ექიმი-სპეციალისტის ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით, რომელიც პასუხისმგებელია პაციენტისათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირს, რომელმაც უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების დაწყებამდე მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატი, უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების პერიოდში უფლება აქვს განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში.

4. უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების სასწავლო პროგრამის ფარგლებში რეზიდენტს და საექიმო სპეციალობის მაძიებელს არა აქვთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტის მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია ან მას ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა.“.

7. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადება

1. უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების ფორმებია:

ა)  რეზიდენტურა;

ბ)  რეზიდენტურის ალტერნატიული უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადება.

2. უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების უფლება აქვს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს, რომელმაც ერთიან უმაღლესისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მოიპოვა ქულების დადგენილი რაოდენობა. ერთიანი უმაღლესისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო. ერთიანი უმაღლესისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.

3. რეზიდენტურაში მზადება წარმოებს სარეზიდენტო პროგრამით, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ სარეზიდენტო პროგრამის აკრედიტაციის საფუძველზე. რეზიდენტურაში მზადებას სრულად აფინანსებს სახელმწიფო (სტომატოლოგიურ სპეციალობებში დასაშვებია კერძო დაფინანსებაც) სამინისტროს სპეციალური სახელმწიფო პროგრამით. სარეზიდენტო პროგრამების აკრედიტაციის წესი, კრიტერიუმები, აგრეთვე რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. რეზიდენტურაში მზადების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხება რეზიდენტურაში.

4. სარეზიდენტო პროგრამების შესრულების ანალიზს, მონიტორინგს და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, აგრეთვე რეზიდენტურაში მზადების ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული იურიდიული პირი დადგენილი წესით.

5. სარეზიდენტო პროგრამა შედგება მოდულებისაგან, რომლებშიც მოცემულია მზადების მიზანი, ასათვისებელი საკითხების და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, მზადების ფორმები, მეთოდები და ხანგრძლივობა, მოსალოდნელი შედეგები და შეფასების კრიტერიუმები. პროგრამაში აგრეთვე ასახულია მზადების ორგანიზაციული და მეთოდური უზრუნველყოფის საკითხები. სარეზიდენტო პროგრამის მოდულებად დაყოფას კოორდინაციას უწევს უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო.

6. რეზიდენტურაში მისაღებ პირთა რაოდენობას საექიმო სპეციალობების მიხედვით ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის საჭიროებების და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით ყოველწლიურად განსაზღვრავს სამინისტრო.

7. რეზიდენტურის ალტერნატიული უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადება გულისხმობს სარეზიდენტო პროგრამის ყველა მოდულის გავლას ცალკეული მოდულისა და მთლიანად პროგრამის ხანგრძლივობის ზუსტად განსაზღვრის გარეშე. ამასთანავე, რეზიდენტურის ალტერნატიული უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების მაქსიმალური ჯამური ვადა არ უნდა იყოს შესაბამის სპეციალობაში სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს მას 2-ჯერ. რეზიდენტურის ალტერნატიულ უმაღლესისშემდგომ პროფესიულ მზადებაში მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. რეზიდენტურის ალტერნატიული უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადება ფინანსდება კერძო პირის მიერ მოძიებული სახსრებით.

8. უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების კურსის გავლა შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში. უმაღლესისშემდგომ პროფესიულ მზადებაში მონაწილეობის უფლების მისანიჭებლად დაწესებულებების აკრედიტაციას ახორციელებს უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო. დაწესებულებამ აკრედიტაცია შეიძლება მიიღოს ცალკეული საექიმო სპეციალობის (სპეციალობების) ერთი ან რამდენიმე მოდულის ფარგლებში.“.

8. [მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს.] (ძალადაკარგულია)

9. მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გაიაროს უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების კურსი და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება;“.

10. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განსაზღვრავს საექიმო სპეციალობას და ვადას, რომელშიც პირი უფლებამოსილია განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა.“;

ბ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძვლად ყალბი დოკუმენტის გამოყენების აღმოჩენა.“.

11. მე-20 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბჭოს მუშაობა რეგულირდება ამ კანონითა და საბჭოს დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს სამინისტრო ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად.“;

ბ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების და ექიმთა პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით ქმნის საგამოცდო კომისიებს შესაბამის საექიმო სპეციალობებში;“.

12. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21. სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძველი

1. ექიმი-სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძველია:

ა)  სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი, დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ)  უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

გ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების კურსის (სარეზიდენტო ან რეზიდენტურის ალტერნატიული უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების პროგრამის) გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა;

დ) უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების კურსის ხელმძღვანელის წარდგინება-რეკომენდაცია, ან იმ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინება-რეკომენდაცია, სადაც სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი მუშაობდა;

ე) შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა;

ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომლის ფორმას განსაზღვრავს სამინისტრო;

ზ)      ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს აქვს ასეთი წიგნაკი;

თ)     სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ შესაბამის საექიმო სპეციალობაში ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებულ სამუშაოთა აღწერა.

2. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, რომელმაც უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების კურსი გაიარა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში და მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა, საქართველოში იმავე საექიმო სპეციალობით (სპეციალობებით) მუდმივი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღების საფუძველია:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს განმცხადებლის სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და თარიღს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, მოქალაქეობას, სამსახურის (თუ განმცხადებელი მუშაობს) მისამართს, აგრეთვე მითითებას, თუ რომელი საექიმო სპეციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკა-ტის მიღებას;

ბ)  უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

გ)  შესაბამის საექიმო სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა, რომელიც გაცემულია ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში.

3. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, რომელმაც უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების კურსი გაიარა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში, საქართველოში იმავე საექიმო სპეციალობით (სპეციალობებით) სახელმწიფო სერტიფიკატის მიღების საფუძველია:

ა)  სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს განმცხადებლის სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და თარიღს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, მოქალაქეობას, სამსახურის (თუ განმცხადებელი მუშაობს) მისამართს, აგრეთვე მითითებას, თუ რომელი საექიმო სპეციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას;

ბ)  უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

გ)  შესაბამის საექიმო სპეციალობაში უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების კურსის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა, რომელიც გაცემულია ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში;

დ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა.“.

13. 22-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 2 თვისა.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს 70 დღეში არ გაეგზავნა შეტყობინება სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე თანხმობის ან უარის თქმის შესახებ, მას უფლება აქვს ამ ვადის გასვლისთანავე შეუდგეს განცხადებაში აღნიშნულ საქმიანობას.“.

14. 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

15. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 წელი მისი გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. ამ ვადის გასვლის შემდეგ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა უნდა გაიაროს ხელახალი სერტიფიცირება ამ კანონით დადგენილი წესით.“.

16. 26-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრს აწარმოებს საბჭოს სამდივნო.“;

ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახელმწიფო სერტიფიკატის სერია, ნომერი, მინიჭებისა და გაცემის თარიღები;“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემები სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში საბჭოს სამდივნოს შეაქვს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა.“.

17. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი გაიცემა საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა.“.

18. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.     სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება პირი, რომელსაც:

ა) საქართველოში გავლილი აქვს უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების კურსი შესაბამის საექიმო სპეციალობაში, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით;

ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში გავლილი აქვს უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების კურსი შესაბამის საექიმო სპეციალობაში, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“.

19. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 291  მუხლი:

     „მუხლი 291. უწყვეტი პროფესიული განვითარება

1. უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს საშუალებას აძლევს, თავისი პრაქტიკული საექიმო საქმიანობა მიუსადაგოს თანამედროვე მედიცინის მიღწევებს და გააუმჯობესოს ამ საქმიანობის ყველა ასპექტი.

2. უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტებია:

ა) უწყვეტი სამედიცინო განათლება;

ბ) უწყვეტი პრაქტიკული საექიმო საქმიანობა;

გ) პროფესიული რეაბილიტაცია;

დ) სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება.

3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეულ კომპონენტში მონაწილეობისთვის ენიჭება შესაბამისი ტიპის უპგ ქულა შემდეგი პრინციპით:

ა) უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის – I ტიპის უპგ ქულა;

ბ) უწყვეტი პრაქტიკული საექიმო საქმიანობისთვის – II ტიპის უპგ ქულა;

გ) პროფესიული რეაბილიტაციისთვის – III ტიპის უპგ ქულა;

დ) სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესებისთვის – IV ტიპის უპგ ქულა.“.

20. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 30. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის საჭირო ღონისძიებების განმახორციელებელი ორგანო

1. უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების მომზადებისა და განხორციელების, აგრეთვე კლინიკური პრაქტიკის მეთოდური რეკომენდაციების, მათ შორის, კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური მეთოდური რეკომენდაციების შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობის მიზნით სამინისტრო ქმნის უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს.

2. უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

3. უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოში შედიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ექიმთა პროფესიული ასოციაციებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამედიცინო და სამედიცინო სამეცნიერო დაწესებულებებისა და სამინისტროს წარმომადგენლები.

4. უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო შეიმუშავებს და სამინისტრო ამტკიცებს:

ა) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობის კრიტერიუმებს უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული კომპონენტების მიხედვით და შესაბამისი ტიპის უპგ ქულების მინიჭების კრიტერიუმებს და წესს;

ბ) უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმების, აგრეთვე პროფესიული რეაბილიტაციის კურსების აკრედიტაციის კრიტერიუმებს და წესს;

გ) სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების სისტემაში მონაწილეობისთვის უპგ ქულების მინიჭების კრიტერიუმებს და წესს;

დ) უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების პროგრამების შემუშავების, მათი მოდულებად დაყოფის და აკრედიტაციის კრიტერიუმებს და წესს.“.

21. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 31. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების პირობები

1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების პირობაა:

ა) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება;

ბ) უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობის დამადასტურებელი უპგ ქულების დადგენილი რაოდენობის დაგროვება უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული კომპონენტების მიხედვით.

2. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) ეწევა პრაქტიკულ საექიმო საქმიანობას სამინისტროს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, რისთვისაც მას დადგენილი წესით მიენიჭება II ტიპის უპგ ქულების სათანადო რაოდენობა;

ბ) მისი პრაქტიკული საექიმო საქმიანობა არ შეესაბამება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ კრიტერიუმებს, მაგრამ მას დადგენილი წესით მინიჭებული აქვს III ტიპის უპგ ქულების სათანადო რაოდენობა პროფესიული რეაბილიტაციით.

3. სამინისტრო უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ მომზადებული რეკომენდაციების საფუძველზე ამტკიცებს:

ა) ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ უპგ ქულების რაოდენობებს უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული კომპონენტების მიხედვით;

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ უპგ ქულების რაოდენობებს.“.

22. 32-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველია:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი;

გ) უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობა სამინისტროს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებით;

დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომლის ფორმას განსაზღვრავს სამინისტრო.“.

23. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭო გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ იღებს სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 2 თვისა.“.

24. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 34. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის წარდგენილი საბუთების განხილვის შედეგების გამოქვეყნება

1. საბჭო სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის წარდგენილი საბუთების განხილვის შედეგებს აქვეყნებს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვისა.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადაში არ გამოქვეყნდა ინფორმაცია სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის ან უარის თქმის შესახებ, სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს უფლება აქვს განაგრძოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა.“.

25. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 35. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების შეტანა სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში

1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაიცემა ახალი სახელმწიფო სერტიფიკატი.

2. საბჭოს მონაცემები სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეაქვს სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში.“.

26. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1  თავი:

„თავი IV1

საექიმო სუბსპეციალობა

    მუხლი 371. სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება

1. სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს ექიმ-სპეციალისტს, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს შესაბამისი სუბსპეციალობის მოწმობა.

2. სუბსპეციალობის მოწმობის მისაღებად აუცილებელია სათანადო მზადების კურსის გავლა, გარდა იმ ექიმ-სპეციალისტებისა, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედების დროისათვის აქვთ მოცემული სუბსპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი. ამასთანავე, აღნიშნული სუბსპეციალობით მუშაობის სტაჟი არ უნდა იყოს მზადება-დახელოვნების კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები.

3. სუბსპეციალობაში მზადების კურსის გავლის და სუბსპეციალობის მოწმობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ ექიმ-სპეციალისტებს, რომელთა სპეციალობა შეესაბამება მოცემულ სუბსპეციალობას. სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხას ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად შეიმუშავებს უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო და ამტკიცებს სამინისტრო.

4. სუბსპეციალობაში მზადების კურსის მოცულობას და ხანგრძლივობას ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად შეიმუშავებს უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო და ამტკიცებს სამინისტრო.

    მუხლი 372. სუბსპეციალობის მოწმობა

1. სუბსპეციალობის მოწმობა არის სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი საბუთი.

2. სუბსპეციალობის მოწმობის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.

3. სუბსპეციალობის მოწმობა არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელსაც აქვს სერია, ნომერი და დაცვის სხვა ნიშნები.

4. სუბსპეციალობის მოწმობის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.

    მუხლი 373. სუბსპეციალობის მოწმობის გაცემა

1. სუბსპეციალობის მოწმობის გაცემის საფუძველია:

ა) სუბსპეციალობის მოწმობის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; განცხადება აგრეთვე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი სუბსპეციალობის მიღებას აპირებს მაძიებელი;

ბ) შესაბამის სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი;

გ) შესაბამის სუბსპეციალობაში მზადების კურსის გავლის ან ამავე სუბსპეციალობით მუშაობის დამადასტურებელი საბუთი, ჩატარებულ სამუშაოთა აღწერის ჩათვლით.

2. სუბსპეციალობის მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო.

3. სუბსპეციალობის მოწმობა გაიცემა 5 წლის ვადით.

    მუხლი 374. სუბსპეციალობის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება

1. სუბსპეციალობის მოწმობის მოქმედების ვადა გრძელდება 5 წლით, ამ კანონით დადგენილი წესით.

2. სუბსპეციალობის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების პირობაა:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატი სუბსპეციალობის შესაბამის სპეციალობაში;

ბ) შესაბამის სუბსპეციალობაში უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობით ქულების დადგენილი რაოდენობის დაგროვება. ქულების რაოდენობას ადგენს უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო და ამტკიცებს სამინისტრო.

3. სუბსპეციალობის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველია:

ა) სუბსპეციალობის მოწმობის მაძიებლის წერილობითი განცხადება;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი სუბსპეციალობის შესაბამის სპეციალობაში;

გ) შესაბამის სპეციალობაში უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობით ქულების დადგენილი რაოდენობის დაგროვების დამადასტურებელი საბუთი.

    მუხლი 375. სუბსპეციალობის მოწმობის მოქმედების შეჩერება, მოქმედების განახლება და გაუქმება

სუბსპეციალობის მოწმობის მოქმედების შეჩერება, მოქმედების განახლება და გაუქმება ხორციელდება ამ კანონის 77-ე–79-ე მუხლებით დადგენილი წესით.“.

27.     63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 63. კოლეგის საქმიანობის შეფასება

ერთობლივი საექიმო საქმიანობის, აგრეთვე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ხელმძღვანელობით მიმდინარე უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილე კოლეგის საქმიანობის ზეპირად ან წერილობით შეფასებისას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იყოს კეთილსინდისიერი და ობიექტური, ხელმძღვანელობდეს ამ კანონის 57-ე მუხლში აღნიშნული პრინციპებით.“.

28.     64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 64. კოლეგის მონაწილეობა უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იზრუნოს თავისი ხელქვეითი კოლეგის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში დადგენილი წესით მონაწილეობაზე.“.

29.     69-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 69. უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მონაწილეობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა

სამინისტრო ქმნის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემას, რაც გულისხმობს:

ა) ყველა საექიმო სპეციალობასა და სუბსპეციალობაში პროგრამების მომზადებას;

ბ)  უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული კომპონენტების შესაბამისი ფორმების განსაზღვრას;

გ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ კომპონენტებსა და ფორმებში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მონაწილეობის შეფასების კრიტერიუმების და წესის განსაზღვრას;

დ) სამედიცინო დაწესებულებებში უწყვეტი პროფესიული განვითარების მარეგულირებელი საკონსულტაციო ჯგუფების ჩამოყალიბებას და მათი ფუნქციების განსაზღვრას;

ე) უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობით ხელახალი სერტიფიცირებისათვის საჭირო კრიტერიუმების განსაზღვრას.“.

30. 72-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

31. 75-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წერილობითი გაფრთხილების საფუძველია:

ა) პაციენტის განცხადება ან საჩივარი;

ბ) პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ან საჩივარი;

გ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის განცხადება ან საჩივარი;

დ) იმ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, რომელსაც ადასტურებს იმავე დაწესებულებაში მომუშავე ორზე მეტი კოლეგა;

ე) იმ სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ორზე მეტი კოლეგის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, რომელსაც ადასტურებს იმავე დაწესებულების ხელმძღვანელი;

ვ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის ან იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სადაც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი მუშაობს.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბჭო ვალდებულია:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირების მიერ განცხადების ან საჩივრის შემოტანიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა აცნობოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მის შესახებ შემოსული განცხადების ან საჩივრის თაობაზე;

ბ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მოთხოვნისთანავე გააცნოს მის შესახებ შემოსული განცხადების ან საჩივრის შინაარსი;

გ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირე-ბის მიერ განცხადების ან საჩივრის შემოტანიდან არა უგვიანეს 2 თვისა;

დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობოს ამის შესახებ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, აგრეთვე განმცხადებელს ან მომჩივანს.“.

32. 78-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭო ვალდებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის განცხადება სახელმწიფო სერ-ტფიკატის მოქმედების განახლების შესახებ განიხილოს პირველსავე სხდომაზე.“.

33. 79-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძვლად ყალბი დოკუმენტის გამოყენების აღმოჩენა.“.

34. 84-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განცხადების ან საჩივრის მიღების შემთხვევაში საბჭო მის ასლს ერთი კვირის ვადაში უგზავნის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი.“.

35. 87-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 87. გადაწყვეტილების მიღებისას მხარეების დასწრების უფლება

საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხარეებს აქვთ დასწრების უფლება.“.

36.     96-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 96. შეღავათები უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობისთვის

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობის მისაღებად უფლება აქვს დამქირავებელს მოსთხოვოს ფასიანი შვებულება, აგრეთვე უწყვეტი პროფესიული განვითარების სხვადასხვა ფორმებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის, მგზავრობის საფასურის ანაზღაურება, ასევე ცხოვრების ხარჯების დაფარვა, თუ უწყვეტი პროფესიული განვითარების სხვადასხვა ფორმებში მონაწილეობისთვის აუცილებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის საცხოვრებელი ადგილიდან შორს ყოფნა.“.

37. XIV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი“.

38. 98-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  და 32  პუნქტები:

„31 . საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაამტკიცოს:

ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში:

ა.ა) პირობები და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზედაც საქართველოში სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირს უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი ჩაეთვლება უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობად;

ა.ბ) სარეზიდენტო პროგრამების აკრედიტაციის წესი და კრიტერიუმები;

ა.გ) რეზიდენტურის ალტერნატიულ უმაღლესისშემდგომ პროფესიულ მზადებაში მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი;

ა.დ) იმ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების კურსის გავლა;

ა.ე) უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების კურსის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობის ფორმა, ერთიანი როგორც რეზიდენტურის, ისე რეზიდენტურის ალტერნატიული უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებისათვის;

ა.ვ) უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს დებულება;

ა.ზ) უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმების, აგრეთვე პროფესიული რეაბილიტაციის კურსების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი;

ა.თ) II ტიპის უპგ ქულების რაოდენობა, რომელიც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა უნდა მოიპოვოს პრაქტიკული საექიმო საქმიანობით, რათა დაშვებული იქნეს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად;

ა.ი) III ტიპის უპგ ქულების რაოდენობა, რომელიც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა უნდა მოიპოვოს პროფესიული რეაბილიტაციით, რათა დაშვებული იქნეს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, როცა მისი პრაქტიკული საექიმო საქმიანობა არ შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს;

ა.კ) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის საჭირო უპგ ქულების რაოდენობები უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული კომპონენტების მიხედვით;

ა.ლ) რეკომენდაციები სამედიცინო დაწესებულებებში უწყვეტი პროფესიული განვითარების მარეგულირებელი საკონსულტაციო ჯგუფების ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ;

ა.მ) სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხა;

ა.ნ) სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი საბუთის – სუბსპეციალობის მოწმობის ფორმა;

ა.ო) სუბსპეციალობის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების პირობები და წესი;

ბ) ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში:

ბ.ა) ახალ საექიმო სპეციალობაში უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების მოცულობისა და ხანგრძლივობის განსაზღვრის კრიტერიუმები;

ბ.ბ) ერთიანი უმაღლესისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები;

ბ.გ) ცალკეულ საექიმო სპეციალობებში რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესი;

გ) ეტაპობრივად – 2007 წლის 1 იანვარამდე:

გ.ა) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეულ კომპონენტებში მონაწილეობისთვის შესაბამისი ტიპის უპგ ქულების მინიჭების კრიტერიუმები და წესი;

გ.ბ) უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული კომპონენტების შესაბამისი ფორმები;

გ.გ) უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეულ კომპონენტებში და მათ შესაბამის ფორმებში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მონაწილეობის შეფასების კრიტერიუმები და წესი.

32 . ამ მუხლის 31  პუნქტით გათვალისწინებული, განსხვავებული (ახალი) წესებითა და კრიტერიუმებით უპგ ქულების გაანგარიშების მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ 31  პუნქტით განსაზღვრული თითოეული ნორმატიული აქტის ამოქმედების შემდეგ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.“.

39. მე-100 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. იმ უმცროს ექიმებს, რომლებმაც ამ კანონისა და, შესაბამისად, რეზიდენტურის ალტერნატიული უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების სისტემის ამოქმედებამდე, დადგენილი წესით გაიარეს სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი (ნაწილები) ამა თუ იმ საექიმო სპეციალობაში, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტისას ჩაეთვალოთ ზემოთ აღნიშნული ნაწილი (ნაწილები).“.

40. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1001 მუხლი:

     „მუხლი 1001. 2005 წლის 1 მარტამდე გაცემული სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადა

2005 წლის 1 მარტამდე გაცემული სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 7 წელი.“.

    მუხლი 2. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მე-5 მუხლის „შ“ ქვეპუნქტისა[ და მე-8 პუნქტისა,] (ძალადაკარგულია) ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მე-5 მუხლის „შ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.

3. [ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.] (ძალადაკარგულია).

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 13 მაისი.

№1434-რს

 

 

შეტანილი ცვლილებები:

1.    საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055-სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ323