დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2055 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 10/11/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 29/11/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.05.001.001.988 |
საქართველოს კანონი
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06, 2001, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-5 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) რეზიდენტურა – უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომისშემდგომი საფეხური, სასწავლო პროგრამებისა და პრაქტიკული საექიმო საქმიანობის ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო შეკვეთის საფუძველზე (სტომატოლოგიურ სპეციალობებში დასაშვებია კერძო დაფინანსება) პროფესიულ მზადებას ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში, სარეზიდენტო პროგრამის დადგენილ ვადაში;“;
ბ) „ი“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) უწყვეტი პროფესიული განვითარება – უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მომდევნო პერიოდი, რომელიც გრძელდება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მთელი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში და არის საექიმო საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. მისი მიზანია თანამედროვე მედიცინის მიღწევებთან და ტექნოლოგიებთან დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფა;“;
გ) „ფ“, „ქ“, „ღ“, „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) – დიპლომამდელი სამედიცინო განათლების შემდგომი პროფესიული მზადება, რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ საექიმო საქმიანობას და რომლის მიზანია საექიმო სპეციალობის დაუფლება;
ქ) რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) – დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ფორმა, რომელიც წარიმართება სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებს გარეთ და გულისხმობს სარეზიდენტო პროგრამის ყველა მოდულის კანონით განსაზღვრულ ვადებში გავლას;
ღ) საექიმო სპეციალობის მაძიებელი – პირი, რომელიც ეუფლება საექიმო სპეციალობას ამ კანონით დადგენილი წესით, რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლებით (პროფესიული მზადებით);
ყ) მოდული – დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის დამოუკიდებელი ბლოკი, რომელიც მოიცავს კონკრეტულ სფეროს და რომელშიც ასახულია მზადების მიზანი, ასათვისებელი საკითხებისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, მზადების ფორმები, მეთოდები და ხანგრძლივობა, მოსალოდნელი შედეგები და შეფასების კრიტერიუმები;
შ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა – პროცედურა, რომლის წარმატებით გავლა უფლებას აძლევს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს, მონაწილეობა მიიღოს დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) რომელიმე საექიმო სპეციალობის დასაუფლებლად;“.
2. მე-9 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება იმ პირისათვის, რომელმაც ასეთი უფლება მიიღო ან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი გაიარა უცხო ქვეყანაში“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი გაიარა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში, საქართველოში იმავე სპეციალობით (სპეციალობებით) სახელმწიფო სერტიფიკატი ეძლევა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად, ამ კანონით დადგენილი წესით, მას შემდეგ, რაც დააკმაყოფილებს იმიგრაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“;
გ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ. იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს.“.
3. მე-11 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეზიდენტს ან საექიმო სპეციალობის მაძიებელს უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი ჩაეთვლება შესაბამის სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) შემადგენელ ნაწილად. ამისათვის აუცილებელია, უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩატარებული სამუშაო შეესაბამებოდეს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამას, რაც უნდა დაადასტუროს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭომ.
14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოში სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირს უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი ჩაეთვლება უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობად ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ განსაზღვრული პირობების და კრიტერიუმების შესაბამისად.“.
4. მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ არჩეული ახალი საექიმო სპეციალობა არ არის იმ საექიმო სპეციალობის მომიჯნავე, რომლის სახელმწიფო სერტიფიკატიც მას უკვე აქვს, ახალი სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა შესაბამის საექიმო სპეციალობაში უნდა გაიაროს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დადგენილი კურსი და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი.
3. თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ არჩეული ახალი საექიმო სპეციალობა იმ სპეციალობის მომიჯნავეა, რომლის სახელმწიფო სერტიფიკატიც მას უკვე აქვს, ახალი სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა შესაბამის საექიმო სპეციალობაში უნდა გაიაროს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დადგენილი კურსის ნაწილი. მის მოცულობასა და ხანგრძლივობას განსაზღვრავს დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე.“.
5. მე-14 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) რეზიდენტს და საექიმო სპეციალობის მაძიებელს, მხოლოდ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ სამედიცინო დაწესებულებაში, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ექიმი-სპეციალისტის ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით, რომელიც პასუხისმგებელია პაციენტისათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პირს, რომელმაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დაწყებამდე მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატი, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პერიოდში უფლება აქვს განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში.
4. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სასწავლო პროგრამის ფარგლებში რეზიდენტს და საექიმო სპეციალობის მაძიებელს არა აქვთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტის მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია ან მას ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა.“.
6. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება)
1. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ფორმებია:
ა) რეზიდენტურა;
ბ) რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება).
2. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) უფლება აქვს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს, რომელმაც ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მოიპოვა ქულების დადგენილი რაოდენობა. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.
3. რეზიდენტურაში მზადება წარმოებს სარეზიდენტო პროგრამით, რომელსაც დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ სარეზიდენტო პროგრამის აკრედიტაციის საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სამინისტრო. რეზიდენტურაში მზადებას სრულად აფინანსებს სახელმწიფო (სტომატოლოგიურ სპეციალობებში დასაშვებია კერძო დაფინანსება), სამინისტროს სპეციალური სახელმწიფო პროგრამით. სარეზიდენტო პროგრამების აკრედიტაციის წესი, კრიტერიუმები, აგრეთვე რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. რეზიდენტურაში მზადების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხება რეზიდენტურაში.
4. სარეზიდენტო პროგრამების შესრულების ანალიზს, მონიტორინგს და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, აგრეთვე რეზიდენტურაში მზადების ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
5. სარეზიდენტო პროგრამა შედგება მოდულებისაგან, რომლებშიც მოცემულია მზადების მიზანი, ასათვისებელი საკითხებისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, მზადების ფორმები, მეთოდები და ხანგრძლივობა, მოსალოდნელი შედეგები და შეფასების კრიტერიუმები. პროგრამაში აგრეთვე ასახულია მზადების ორგანიზაციული და მეთოდური უზრუნველყოფის საკითხები. სარეზიდენტო პროგრამის მოდულებად დაყოფას კოორდინაციას უწევს დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო.
6. რეზიდენტურაში მისაღებ პირთა რაოდენობას საექიმო სპეციალობების მიხედვით ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის საჭიროებებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით ყოველწლიურად განსაზღვრავს სამინისტრო.
7. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) გულისხმობს სარეზიდენტო პროგრამის ყველა მოდულის გავლას ცალკეული მოდულისა და მთლიანად პროგრამის ხანგრძლივობის ზუსტად განსაზღვრის გარეშე. ამასთანავე, რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მაქსიმალური ჯამური ვადა არ უნდა იყოს შესაბამის სპეციალობაში სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს მას 2-ჯერ. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) ფინანსდება კერძო პირის მიერ მოძიებული სახსრებით.
8. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში. დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის უფლების მისანიჭებლად დაწესებულებების აკრედიტაციას ახორციელებს დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო. დაწესებულებამ აკრედიტაცია შეიძლება მიიღოს ცალკეული საექიმო სპეციალობის (სპეციალობების) ერთი ან რამდენიმე მოდულის ფარგლებში.“.
7. მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს.
8. მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
9. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძველი
1. ექიმი-სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძველია:
ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი, დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
გ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის (სარეზიდენტო ან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა;
დ) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ხელმძღვანელის წარდგინება-რეკომენდაცია, ან იმ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინება-რეკომენდაცია, სადაც სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი მუშაობდა;
ე) შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა;
ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომლის ფორმას განსაზღვრავს სამინისტრო;
ზ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს აქვს ასეთი წიგნაკი;
თ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ შესაბამის საექიმო სპეციალობაში ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებულ სამუშაოთა აღწერა.
2. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, რომელმაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი გაიარა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში და მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა, საქართველოში იმავე საექიმო სპეციალობით (სპეციალობებით) მუდმივი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღების საფუძველია:
ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია განმცხადებლის სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მოქალაქეობა, სამსახურის (თუ განმცხადებელი მუშაობს) მისამართი, აგრეთვე მითითება, თუ რომელი საექიმო სპეციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
გ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა, რომელიც გაცემულია ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში.
3. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, რომელმაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი გაიარა ამ კანონის მე-9 მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში, საქართველოში იმავე საექიმო სპეციალობით (სპეციალობებით) სახელმწიფო სერტიფიკატის მიღების საფუძველია:
ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია განმცხადებლის სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მოქალაქეობა, სამსახურის (თუ განმცხადებელი მუშაობს) მისამართი, აგრეთვე მითითება, თუ რომელი საექიმო სპეციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
გ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა, რომელიც გაცემულია ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში;
დ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა.“.
10. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება პირი, რომელსაც:
ა) საქართველოში გავლილი აქვს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი შესაბამის საექიმო სპეციალობაში, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით;
ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში გავლილი აქვს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი შესაბამის საექიმო სპეციალობაში, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“.
11. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის საჭირო ღონისძიებების განმახორციელებელი ორგანო
1. დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების მომზადებისა და განხორციელების, აგრეთვე, კლინიკური პრაქტიკის მეთოდური რეკომენდაციების, მათ შორის, კლინიკური პრაქტიკის ეროვნული მეთოდური რეკომენდაციების შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობის მიზნით სამინისტრო ქმნის დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს.
2. დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
3. დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოში შედიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ექიმთა პროფესიული ასოციაციებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამედიცინო და სამედიცინო სამეცნიერო დაწესებულებებისა და სამინისტროს წარმომადგენლები.
4. დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო შეიმუშავებს და სამინისტრო ამტკიცებს:
ა) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობის კრიტერიუმებს უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული კომპონენტების მიხედვით და შესაბამისი ტიპის უპგ ქულების მინიჭების კრიტერიუმებსა და წესს;
ბ) უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმების, აგრეთვე პროფესიული რეაბილიტაციის კურსების აკრედიტაციის კრიტერიუმებსა და წესს;
გ) სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების სისტემაში მონაწილეობისთვის უპგ ქულების მინიჭების კრიტერიუმებსა და წესს;
დ) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამების შემუშავების, მათი მოდულებად დაყოფის და აკრედიტაციის კრიტერიუმებსა და წესს.“.
12. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამინისტრო, დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ მომზადებული რეკომენდაციების საფუძველზე ამტკიცებს:
ა) ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ უპგ ქულების რაოდენობებს უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული კომპონენტების მიხედვით;
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ უპგ ქულების რაოდენობებს.“.
13. 69-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 69. დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მონაწილეობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა
სამინისტრო ქმნის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემას, რაც გულისხმობს:
ა) ყველა საექიმო სპეციალობასა და სუბსპეციალობაში პროგრამების მომზადებას;
ბ) უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული კომპონენტების შესაბამისი ფორმების განსაზღვრას;
გ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ კომპონენტებსა და ფორმებში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მონაწილეობის შეფასების კრიტერიუმებისა და წესის განსაზღვრას;
დ) სამედიცინო დაწესებულებებში უწყვეტი პროფესიული განვითარების მარეგულირებელი საკონსულტაციო ჯგუფების ჩამოყალიბებას და მათი ფუნქციების განსაზღვრას;
ე) უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობით ხელახალი სერტიფიცირებისათვის საჭირო კრიტერიუმების განსაზღვრას.“.
14. 98-ე მუხლის 31 პუნქტის:
ა) „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.გ) რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი;
ა.დ) იმ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა;
ა.ე) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობის ფორმა, ერთიანი როგორც რეზიდენტურის, ისე რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლებისათვის (პროფესიული მზადებისათვის);
ა.ვ) დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს დებულება;
ბ) „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) ახალ საექიმო სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მოცულობისა და ხანგრძლივობის განსაზღვრის კრიტერიუმები;
ბ.ბ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები.“.
15. მე-100 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პირს, რომელიც უმცროს ექიმად დაინიშნა 2005 წლის 1 სექტემბრამდე და დადგენილი წესით გავლილი აქვს სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი (ნაწილები) ამა თუ იმ საექიმო სპეციალობაში, რეზიდენტურის ალტერნატიული პროფესიული მზადების (მოდულების გავლის) უფლება მიეცემა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე, ხოლო სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტისას, მის მიერ შესრულებული სამუშაო და მუშაობის ხანგრძლივობა ჩაეთვლება სარეზიდენტო პროგრამის შემადგენელ ნაწილად.“.
16. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1002 მუხლი:
„მუხლი 1002. 2008 წლის 1 იანვრამდე ექიმის ფუნქციის შესრულება კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში
კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში 2008 წლის 1 იანვრამდე ექიმის ფუნქციის შესრულება ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში ასპირანტს, თუ მანამდე არ ჰქონდა მიღებული საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი, უფლება აქვს შეასრულოს ექიმის ფუნქცია შესაბამის საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის პროგრამით, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ბ) კლინიკურ ასპირანტურაში სწავლა გათანაბრებულია შესაბამის საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურაში მომზადებასთან. თუ რეზიდენტურაში მომზადების ვადა აღემატება ასპირანტურაში სწავლის ხანგრძლივობას, ასპირანტურაში სწავლის წლები ჩაითვლება რეზიდენტურის ხანგრძლივობის შემადგენელ ნაწილად;
გ) პირს, რომელმაც კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის დაწყებამდე მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატი, კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში უფლება აქვს განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული საექიმო სპეციალობით.“.
მუხლი 2.
ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონის:
ა) პირველი მუხლის მე-8 პუნქტი;
ბ) მე-2 მუხლის:
ბ.ა) პირველ პუნქტში სიტყვები: „და მე-8 პუნქტისა;
ბ.ბ) მე-3 პუნქტი.“.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 10 ნოემბერი.
№2055-IIს
დოკუმენტის კომენტარები