ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 08/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016235
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
28
05/08/2015
ვებგვერდი, 12/08/2015
010250000.35.113.016235
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/08/2015 - 07/07/2021)

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №28

2015 წლის 5 აგვისტო

ქ. ოზურგეთი

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, თანახმად  დანართისა.
მუხლი 2
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის  აღწერილობები, თანახმად დანართისა.
მუხლი 3
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს  „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
მუხლი 5
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დაცვის უზრუნველყოფა დაევალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 6
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 13 აგვისტოს №5 დადგენილება.
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია




დანართი №1

.


დანართი №2

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების

 გერბისა და დროშის აღწერილობა

 გერბი

გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა 3 ( სამ ) ნაწილად.

I ნაწილი - მეწამულ ველზე ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი;

II ნაწილი - ზურმუხტის ველზე ვერცხლის ხე გარშემოხვეული ოქროს ვაზით, რომელსაც აქვს ოქროს მტევნები და ფოთლები.

III ნაწილი - შავი ველი (სიმაღლით ფარის 1:3), რომელსაც ზემოდან გასდევს ტალღოვანი სარტყელი;

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.

ფარს ქვემოთ  მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „ოზურგეთი“

დროშა

დროშა გაყოფილია ვერტიკალურად ორ მეწამულ და მწვანე ველებად. კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია თეთრი ჰერალდიკური ჯვარი, სიმაღლით დროშის ½; დროშის პროპორციებია: 2:3.