დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.113.016445 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, თანახმად №1 დანართისა. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის აღწერილობები თანახმად №2 დანართისა. |
| მუხლი 3 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. |
| მუხლი 5 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დაცვის უზრუნველყოფა დაევალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას. |
| მუხლი 6 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 აგვისტოს №28 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 12/08/2015, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.113.016235). |
| მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
![]() ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დროშა |
დანართი №2
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების
გერბისა და დროშის აღწერილობა
გერბი გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა 3 ( სამ ) ნაწილად. I ნაწილი – მეწამულ ველზე ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი; II ნაწილი – ზურმუხტის ველზე ვერცხლის ხე გარსშემოხვეული ოქროს ვაზით, რომელსაც აქვს ოქროს მტევნები და ფოთლები. III ნაწილი – შავი ველი (სიმაღლით ფარის 1:3), რომელსაც ზემოდან გასდევს ტალღოვანი სარტყელი; გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „ოზურგეთი“
დროშა დროშა გაყოფილია ვერტიკალურად ორ მეწამულ და მწვანე ველებად. კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია თეთრი ჰერალდიკური ჯვარი, სიმაღლით დროშის ½; დროშის პროპორციებია: 2:3 |
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები