„ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1130
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016310
1130
29/07/2015
ვებგვერდი, 31/07/2015
010170000.22.029.016310
„ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №1130

2015 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

 

 

„ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს №100 ბრძანების (ვებგვერდი, 22.08.2012, 010170000.22.029.016032) (შემდგომში – ბრძანება) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ლტოლვილისა ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურაში“ (დანართი №1) (შემდგომში „პროცედურა“) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

) პროცედურის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი:

„151. ამ მუხლში მოცემული ანკეტირება და გასაუბრება ფიქსირდება წერილობით ან ელექტრონული ფორმით, ხმის ჩამწერი მოწყობილობის საშუალებით. ხმის ჩაწერა ხორციელდება თავშესაფრის მაძიებლის თანხმობის საფუძველზე, რის თაობაზეც მას ეცნობება ანკეტირებისა და გასაუბრების პროცედურის დაწყების წინ. ხმის ჩაწერაზე თავშესაფრის მაძიებლის მხრიდან მიღებული თანხმობის შემდეგ, თავშესაფრის მაძიებელი ხელს აწერს შესაბამის ოქმს. ხმის ჩაწერაზე თავშესაფრის მაძიებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში ეს ფაქტი ფიქსირდება ოქმში, უარის თქმის მიზეზების მითითებით. ხმის ჩაწერა ხორციელდება შემდეგი პროცედურით:

ა) ხმის ჩაწერაზე თავშესაფრის მაძიებლის მხრიდან მიღებული თანხმობის შემდეგ ირთვება ხმის ჩამწერი მოწყობილობა;

ბ) ხმის ჩამწერი მოწყობილობის ჩართვისას სიტყვიერად ფიქსირდება ჩაწერის დაწყების დრო;

გ) ხმის ჩაწერის დროებითი შეჩერების აუცილებლობის შემთხვევაში სიტყვიერად ფიქსირდება დროებითი შეჩერების მიზეზი და მიეთითება დრო. ხმის ჩაწერის განახლებისას სიტყვიერად ასევე ფიქსირდება ჩაწერის განახლების დრო;

დ) ანკეტირებისა და გასაუბრების პროცესის აუდიოჩაწერის დასრულება ფიქსირდება სიტყვიერად და ასევე სიტყვიერად მიეთითება დრო ;

ე) ანკეტირებისა და გასაუბრების ჩანაწერი ინახება ციფრულ ფორმატში, კომპაქტურ დისკზე, რომელიც დაერთვის თავშესაფრის მაძიებლის საქმის წარმოების მასალებს.“;

ბ) პროცედურას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

მუხლი 41. თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება

1. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ახდენს წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილება, რომელიც თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტრუქტურული ერთეულია.

2. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილება წარმოადგენს მკვლევარ სპეციალისტთაგან შემდგარ გუნდს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში იკვლევს, აგროვებს და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის დამდგენ სპეციალისტებს უგზავნის სანდო და საქმესთან დაკავშირებულ, ხელმისაწვდომ ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებელთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ.

3. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილება ახდენს ინფორმაციის გადამუშავებას ობიექტურად და მიუკერძოებლად. ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების პროცესში წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილება თავისუფალია ზემდგომი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და თანამდებობის პირების პოლიტიკური გავლენისგან ან მოსაზრებების გათვალისწინებისგან.

4. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №4-ში მოცემული სტანდარტული ოპერაციული პროცედურების მიხედვით.“;

) პროცედურას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:

 „მუხლი 7. სამინისტროში თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ოდენობით შემოსული განაცხადებების ეფექტური მართვა.

სამინისტროში დიდი ოდენობით თავშესაფრის მაძიებელ პირთა მომართვის შემთხვევაში, დაგროვებული განაცხადებების ეფექტურად მართვის მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით დაუყოვნებლივ იქმნება კომისია, რომელიც:

ა) ახდენს საკითხთან დაკავშირებული რისკის შეფასებას;

ბ) უზრუნველყოფს განაცხადების დახარისხებას, ტერიტორიული, რაოდენობრივი, მიზეზობრივი ნიშნით და წარმოშობის ქვეყნის შესახებ არსებულ ინფორმაციასთან შეჯერების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების შესახებ;

გ) ადგენს დამატებითი ადამიანური და ფინანსური რესურსების მოზიდვის საჭიროებას.“;

) ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტის ფორმა (დანართი №2);

) ბრძანების მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„2. დამტკიცდეს თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტის ფორმები დანართი №2 და დანართი №3-ის შესაბამისად.“;

) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დამტკიცდეს თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების ფუნქციების განხორციელების სტანდარტული ოპერაციული პროცედურები დანართი №4-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე