დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ხეების (მწვანე ნარგავების) მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.144.016216 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/07/2015 - 25/09/2015)
|
ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ხეების (მწვანე ნარგავების) მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების საფუძველზე ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ხეების (მწვანე ნარგავების) მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესი (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ხეების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესი
|
2. გამოყენების სფერო 2.1. ხის მოვლისა და დაცვის მიზანი ხე წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმს, რომელსაც გააჩნია მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა. ხეების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასახლებული პუნქტებისათვის ( ქალაქები, ადმინისტრაციული ცენტრები და სხვ.) ხშირად ხეები გაშენებულია ისეთ ადგილებში, სადაც მათ ფესვების განვითარების შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ. მიწის ზედაპირის მოასფალტების, მოპირკეთებითი სამუშაოებისა და ნიადაგზე სხვადასხვა მავნე ნივთიერების (გამონაბოლქვი, მტვერი და სხვ.) დალექვის გამო ისინი ითვისებენ მავნე ნივთიერებებს, შედეგად მათი ვარჯი მექანიკურად ზიანდება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მათ ესთეტიურ მდგომარეობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფესვები და ხის ვარჯი ხშირ შემთხვევაში მოუვლელია, მაშინ, როდესაც ისინი უნდა გამოიყურებოდნენ ესთეტიურად, მყარად და უნდა იყვნენ გადატყდომისაგან დაზღვეულნი. ხეები უნდა ასრულებდნენ მათ უმთავრეს ფუნქციას, როგორიცაა ჩრდილის შექმნა, ჟანგბადის წარმოება და მტვრის ნაწილაკების შთანთქმა, ხმაურის დახშობა და სხვ. აღნიშნული ფუნქციების სრულყოფილად და ხანგრძლივად შესრულება მხოლოდ ჯანსაღ და ძლიერ ხეებს შეუძლიათ. ხის სიძლიერე და სიცოცხლისუნარიანობა უმეტესად დამოკიდებულია მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილის აქტიურობასა და განვითარებაზე. ეს კი დამოკიდებულია ნიადაგში საკმარისი ჰაერის შემცველობაზე, ნიადაგის ტენიანობასა და შესაბამისი რაოდენობის მინერალებით მომარაგებაზე. გზების გასწვრივ დარგული ხეები ხშირ შემთხვევაში საშიშროების ქვეშ იმყოფებიან, მათ გარშემო ასფალტის ან ბეტონის ფენით ნიადაგის გადაფარვა და ვარჯის არასწორი ფორმირება ნეგატიურ გავლენას ახდენს ხის სიჯანსაღესა და სიცოცხლისუნარიანობაზე. 2.2. მიზანი და ამოცანები ხეების მოვლისა და სხვლა – ფორმირების წესების შემუშავების მიზანია საქართველოს ქალაქებში, მათ შორის სატრანსპორტო მონაკვეთებში, არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება და მათი სიცოცხლისუნარიანობის ამაღლება, ეს კი შესაძლებელი გახდება ნარგავებისათვის შესაბამისი, დაცული გარემო პირობების შექმნით, ასევე მათ მიმართ მზრუნველობითა და საჭირო მოვლის ღონისძიებების პროფესიონალურად ჩატარებით. 3. მოსამზადებელი სამუშაოები 3.1. ხის შეფასება ხის მოვლის წინასწარი შესწავლა ნიშნავს ისეთი ღონისძიებების განსაზღვრას, რომელთა შედეგად მიღწეული იქნება სასურველი შედეგი, რაც მოიცავს შემდეგ პუნქტებს:
3.2. მოვლის საჭიროება ხის მოვლის ღონისძიებები წარმოადგენს ბუნებრივი ზრდის პროცესში ხელოვნურად ჩარევას. მოვლის ღონისძიებების მაქსიმალურად შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გარკვეული პერიოდულობით აუცილებელია ხეების მდგომარეობის მონიტორინგი, რათა დადგინდეს, არის თუ არა საჭირო განსაზღვრული ღონისძიების ჩატარება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განისაზღვრება ღონისძიების ჩატარების პერიოდი. აღნიშნული პროცედურა პროფესიონალური და კვალიფიციური შეფასების წინაპირობაა. გასხვლა - ფორმირების ღონისძიებები, რომლებიც ხის ვარჯის სასურველი ფორმით ზრდა-განვითარებას ემსახურება, სასურველია განხორციელდეს ადრეულ ეტაპზე და დროულად. 4. ვარჯის ფორმირება 4.1. საერთო ინფორმაცია ხის ვარჯის ფორმირებისათვის ჩატარებული ღონისძიებები ემსახურება ხის სასურველი ფორმით ზრდა - განვითარებას, რაც საშუალებას მისცემს მას იყოს ძლიერი, ჯანსაღი და დაცული სხვადასხვა უარყოფითი ზემოქმედებისგან (მაგ: სატრანსპორტო საშუალებები და სხვა) საჭირო ღონისძიებები რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე უნდა ჩატარდეს, რომ ტოტების შეჭრის ადგილები მაქსიმალურად მცირე იყოს, რათა აცილებულ იქნას გასხვლა–ფორმირებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი უარყოფითი ზეგავლენა (როგორიცაა სოკოვანი დაავადებები და სხვ). წვრილი და სუსტი ტოტები შეიჭრება ხელის ხერხით ან/და ტოტების საჭრელი მაკრატლით. ხის ტოტების დამოკლება ძირითადად სამ ეტაპად ხორციელდება:
ხის ტოტების გასხვლის სამუშაოების ჩასატარებლად უნდა შეფასდეს მისი უახლოესი განშტოება, რომელიც გასასხლავი ტოტის დიამეტრს სამჯერ უნდა აღემატებოდეს. მსხვილი ან ძლიერი ტოტების მოჭრა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები. აღნიშნული გულისხმობს ღონისძიების ჩატარებას იმ სახეობებში, რომელთა რაოდენობაც თანდათანობით მცირდება, მაგალითად: წაბლის, არყის, ალვისა და ტირიფის ხეებში. აღნიშნული ღონისძიება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მსხვილი ან/და ძლიერი ტოტების მოჭრით თავიდან ავიცილებთ ხის დაზიანებას (მაგ: ხის გადატეხვა, გასკდომა და სხვა). აღნიშნული ჭრები ისე უნდა შესრულდეს, რომ ტოტის ხის ღერძთან შეერთების ან/და დასაცავი ადგილი შენარჩუნებული იყოს, აგრეთვე უზრუნველყოფილ იქნას დაზიანებული ადგილის კარგად შეხორცება-აღდგენა (ხე დაზიანებულ ადგილას ბუნებრივად წარმოქმნის ფენას, რომელიც ჭრილობას დაფარავს). 4. 2. ჭრის ფორმები ვარჯის ფორმირებისთვის 4.2.1. ჭრა – ხის ზრდის მიმართულების მისაცემად ტოტები, რაც შეიძლება ადრეულ ასაკში უნდა გაისხლას, რათა შესაძლებელი გახდეს ვარჯის სტაბილური განვითარება. ამასთანავე რეკომენდირებულია, გადახლართული, გადატეხილი ტოტების ან ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული ტოტების მოცილება ან/და მოჭრა ერთი ტოტის დატოვებით. 4.2.2. პროფილური ჭრა – განათების გაუმჯობესების მიზნით აღნიშნული მეთოდით ხის სხვლა ადრეული ხნოვანებიდან იწყება. ასეთი ჭრა უნდა ჩატარდეს ყოველ 2–3 წელიწადში ერთხელ. ხეებისთვის საჭირო განათების მისაღებად ჭრა თანდათან უნდა განხორციელდეს. აღნიშნული ჭრა უნდა შესრულდეს რამოდენიმე წელზე გადანაწილებით. ხეებს, რომლებიც გზების გასწვრივ არის დარგული, უნდა შეუნარჩუნდეს ვარჯის სიდიდის მინიმუმ ნახევარი. დიდხნოვანი ხეებისთვის საჭირო განათების მიღების უზრუნველსაყოფად საჭიროა ჩატარდეს ინტენსიური ჭრა სუსტი და უხეში ტოტების მოსაცილებლად. ძლიერი ტოტების მთლიანი მოშორება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დაშვებული. სატრანსპორტო და საფეხმავლო ქუჩების გასწვრივ დარგული ხეების სხვლა-ფორმირება ტარდება იმგვარად, რომ დაცული იყოს როგორც სატრანსპორტო საშუალების, ისე ფეხითმოსიარულეთა უსაფრთხოება. შესაბამისად, სამანქანე გზის სავალი ნაწილის მხარეს ადრეული ასაკიდანვე ისხვლება ხის ქვედა ტოტები 4,50 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო საფეხმავლო ზონის მიმართულებით – 2.50 მეტრის სიმაღლეზე. 4.2.3. ხეების გამხმარი ტოტებისგან გაწმენდა სატრანსპორტო საშუალებებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ხეები უნდა გაიწმინდოს ხმელი და გადატეხილი, წვრილი ზომის ტოტებისაგან. 4.2.4. ხის ვარჯის მოვლა ხის ვარჯის მოვლა გულისხმობს ხეების გადახლართული, მოტეხილი ტოტების ან ისეთი ტოტებისგან გაწმენდას, რომლებიც ერთმანეთს მჭიდროდ ეკვრის, აგრეთვე ხმელი ტოტების მოცილებასა და შეჭრას ხის ვარჯისათვის საჭირო განათების უზრუნველსაყოფად. 4.2.5. ხის ვარჯის ფორმირება საჭირო განთების უზრუნველსაყოფად ხის ვარჯის საჭირო განათებით უზრუნველყოფის მიზნით ხის ფორმირება ხდება უმეტესად ტოტების შეჭრით გარეთა მხრიდან - წვეროსაკენ. ხის გარშემოწერილობის მიხედვით არჩევენ წვრილი და მსხვილი ტოტების სუსტ, საშუალო და ძლიერ გამოხშირვას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ღონისძიებამ არ გამოიწვიოს ხის დაზიანება ან/და მისი ფორმისა და იერსახის მნიშვნელოვანი ცვლილება. 4.2.6. ხის წანაზარდები ხის ღეროსა და განშტოებაზე წარმოქმნილი ან/და არსებული წანაზარდები უნდა მოცილდეს ბრტყლად, მთელ დიამეტრზე. 4.3. განსაკუთრებული ღონისძიებები ვარჯის ნაწილის, ან მთლიანი ვარჯის ძლიერ დამოკლება მნიშვნელოვნად ცვლის ხის საერთო გარეგნულ იერსახეს. მისი ასიმილაციის (საკვები ნივთიერების და ენერგიის მიმოქცევა) ფართობი ძლიერ მცირდება, სქელი და ძლიერი ტოტების ჭრის გამო იქმნება ხის გულის სიდამპლის განვითარების საშიშროება, რის შედეგადაც ხე სუსტდება და მცირდება მისი სიცოცხლისუნარიანობა. 4.3.1. გადაბელვა გადაბელვა ნიშნავს ხის მთლიან ვარჯზე, ან მის ნაწილზე ძლიერი ტოტების შემოკლებას ან მთლიანად მოშორებას (განშტოებების გადაბელვა). იმ შემთხვევაში, თუ ვარჯი მთლიანად იჭრება, ისე რომ მხოლოდ ხის ღერო რჩება, ღეროს გადაბელვა ეწოდება, თუმცა ასეთ ღონისძიებას მოჰყვება ნეგატიური შედეგები, როგორიცაა საკვები ნივთიერებების (გადაბელვის ადგილებში წყდება საკვები მინერალებით მომარაგება და ზრდა. ხის ვარჯის ასეთი ადგილები კვდება და იწყება ლპობის პროცესი, ირღვევა წონასწორობა ფესვებსა და ვარჯს შორის) უკმარისობა და ფესვთა სისტემის კვდომა. ეს ორივე ფაქტორი გამოწვეულია სოკოვანი ინფექციით, რომელსაც ხის სტრუქტურის ნეგატიური შეცვლა შეუძლია. მოსალოდნელია ხის გადატეხვის საშიშროების ზრდა და მისი მდგომარეობის შემცირება. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ხდება მისი ნაადრევი მოჭრა. ამის გამო, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, დაუშვებელია ხის ღეროს გადაბელვა. 4.3.2. ვარჯის შემადგენელი შიდა ტოტების გასხვლა დაზიანებული ტოტები ან/და ხის ვარჯის ნაწილი სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვით და ხის საარსებო გარემოს შესაბამისად უნდა დამოკლდეს. ვარჯის დაუზიანებელი ნაწილი კი შემოკლებულ ნაწილთან შეფარდებით უნდა შეიჭრას ან გამოიხშიროს (მცენარეთათვის საჭირო განათების მისაღებად). 4.3.3. ძლიერ გასხლული ხეების რეაბილიტაცია ხის მთლიანი ვარჯი სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოებიდან და ხის საარსებო გარემოდან გამომდინარე, უნდა შემოკლდეს ისე, რომ ამ ღონისძიების შემდეგ ვარჯმა შეძლოს შემდგომი განვითარება. 4.3.4. ვარჯის ჭრა უსაფრთხოების უზუნველსაყოფად ხეებს, რომლებიც ძლიერ არიან დაზიანებულნი და საფრთხეს უქმნიან ტრანსპორტის მოძრაობას, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, საჭიროა, შეუმოკლდეს მსხვილი და დაზიანებული ტოტები. 4.3.5. გამონაზარდებიანი მოკლედ შეკრეჭილი ხეების შემდგომი მკურნალობა ახლად ამოზრდილი წანაზარდები მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა განცალკევდეს ან შემოკლდეს. შეჭრა უნდა შესრულდეს უკვე განხორციელებული ჭრის ადგილიდან ზემოთ, მაგრამ არა ღონისძიების ან/და დაზიანების შედეგად გაჩენილი ჭრილობის შეხორცების ადგილას. ე.წ. მკურნალობა უნდა ჩატარდეს სისტემატურად 3-5 წელიწადში ერთხელ. ჭრები ისე უნდა შესრულდეს, რომ წლების მანძილზე შეიქმნას ახალი ვარჯი, რომელიც გვერდითი ტოტებიდან ან სხვა აქამდე მიძინებული კვირტებიდან აღმოცენდება. 5. ტერმინთა განმარტებები
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები