ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივლისის №24 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ხეების (მწვანე ნარგავების) მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივლისის №24 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ხეების (მწვანე ნარგავების) მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.144.016224
32
25/09/2015
ვებგვერდი, 01/10/2015
010250020.35.144.016224
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივლისის №24 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ხეების (მწვანე ნარგავების) მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №32

2015 წლის 25 სექტემბერი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივლისის №24 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ხეების (მწვანე ნარგავების) მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივლისის №24 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ხეების (მწვანე ნარგავების)  მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ (www.matsne.gov.ge 29/07/2015. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.144.016216) , დანართი №1 შეიცვალოს ახალი დანართი №1-ით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი



დანართი №1
ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში  ხეების  (მწვანე ნარგავების)  მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესი

მუხლი 1. გამოყენების სფერო
1.  ხეებს, როგორც  ცოცხალ ორგანიზმებს,  გააჩნიათ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა. ხეების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასახლებული პუნქტებისათვის (ქალაქები, ადმინისტრაციული ცენტრები და სხვ.) ხშირად ხეები გაშენებულია ისეთ ადგილებში, სადაც მათ ფესვების განვითარების შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ. მიწის ზედაპირის მოასფალტების,  მოპირკეთებითი   სამუშაოებისა  და   ნიადაგზე   სხვადასხვა   მავნე    ნივთიერების  (გამონაბოლქვი, მტვერი და სხვ.) დალექვის გამო ისინი ითვისებენ მავნე ნივთიერებებს, შედეგად მათი ვარჯი მექანიკურად ზიანდება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მათ ესთეტიურ მდგომარეობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფესვები და ხის ვარჯი ხშირ შემთხვევაში მოუვლელია, მაშინ, როდესაც ისინი უნდა გამოიყურებოდნენ ესთეტიურად. ხეები უნდა ასრულებდნენ მათ უმთავრეს ფუნქციას, როგორიცაა ჩრდილის შექმნა, ჟანგბადის წარმოება და მტვრის ნაწილაკების შთანთქმა, ხმაურის დახშობა და სხვ. აღნიშნული ფუნქციების სრულყოფილად და ხანგრძლივად შესრულება მხოლოდ ჯანსაღ და ძლიერ ხეებს შეუძლიათ. ხის სიძლიერე  და სიცოცხლისუნარიანობა უმეტესად დამოკიდებულია მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილის აქტიურობასა და განვითარებაზე. ეს კი დამოკიდებულია ნიადაგში საკმარისი ჰაერის შემცველობაზე, ნიადაგის ტენიანობასა და შესაბამისი რაოდენობის მინერალებით მომარაგებაზე. გზების გასწვრივ დარგული ხეები ხშირ შემთხვევაში საშიშროების ქვეშ იმყოფებიან, მათ გარშემო ასფალტის ან ბეტონის ფენით ნიადაგის გადაფარვა და ვარჯის არასწორი ფორმირება ნეგატიურ გავლენას ახდენს ხის სიჯანსაღესა და სიცოცხლისუნარიანობაზე.

    2. ხეების მოვლისა და სხვლა - ფორმირების წესების შემუშავების მიზანია საქართველოს ქალაქებში, მათ შორის სატრანსპორტო მონაკვეთებში, არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება და მათი სიცოცხლისუნარიანობის ამაღლება, ეს კი შესაძლებელი გახდება ნარგავებისათვის შესაბამისი, დაცული გარემო პირობების შექმნით, ასევე მათ მიმართ მზრუნველობითა და საჭირო მოვლის ღონისძიებების პროფესიონალურად ჩატარებით.


მუხლი 2. ჩასატარებელი  სამუშაოები
1. ხის შეფასების მიზნით წინასწარი შესწავლა (ხის ვიზუალური შემოწმება შესაძლო დაზიანებებსა და სიცოცხლისუნარიანობაზე)  - ღონისძიებების განსაზღვრა, რომელთა შედეგად მიღწეული იქნება სასურველი შედეგი: ხის სპეციფიკური მონაცემების გათვლა ჯიშობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით; ხის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად მოვლის ღონისძიებებისა და  მონიტორინგის ჩატარების პერიოდულობის განსაზღვრა.

2. ა) მოვლის საჭიროების მიზნით, გარკვეული პერიოდულობით ბუნებრივი ზრდის პროცესში ხელოვნურად ჩარევა მოვლის ღონისძიებების მაქსიმალურად შეზღუდვის უზრუნველსაყოფად .

ბ) ხეების მდგომარეობის მონიტორინგი -  ღონისძიების ჩატარების საჭიროების განსაზღვრა პროცედურების   პროფესიონალური და კვალიფიციური განხორციელების მიზნით.

გ) სხვლა - ფორმირება  - ხის ვარჯის სასურველი ფორმით ზრდა-განვითარებისთვის ადრეულ ეტაპზე განსახორციელებელი ღონისძიება.


მუხლი 3. ხეების სხვლა - ფორმირება 
  1. ვარჯის ფორმირება, ანუ ტოტების შეჭრა ხის სასურველი ფორმით ზრდა - განვითარებისათვის ტოტების შეჭრის ადგილების მაქსიმალურად მცირე ინტერვალის დაცვით ხორციელდება  წვრილი (რომლის  დიამეტრი 1-დან 3 სმ-მდეა)  და სუსტი ტოტების (რომლის  დიამეტრი 3-დან 5 სმ-მდეა) შემთხვევაში ხელის ხერხით ან/და ტოტების საჭრელი მაკრატლით   სამ ეტაპად: 1-ლი  ეტაპი -  ჭრა ხორციელდება  ხის ტოტის ქვედა მხრიდან, ტოტის სისქის დაახლოებით ¼ სიღრმეზე;  მე-2 ეტაპი - ხის ტოტი იჭრება  ზედა მხრიდან 3-5 სმ-ის დაცილებით. მე-3 ეტაპი - ღონისძიება ტარდება ხის ტოტის შეერთების ადგილას, რგოლის გასწვრივ.  ხის ტოტების გასხვლის სამუშაოების ჩასატარებლად   ფასდება მისი უახლოესი განშტოება, რომელიც გასასხლავი ტოტის დიამეტრს სამჯერ უნდა აღემატებოდეს.
  2. მსხვილი ან ძლიერი ტოტების (რომლის დიამეტრი 10 სმ-ზე მეტია) მოჭრა   დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსხვილი ან/და ძლიერი ტოტების მოჭრით თავიდან ავიცილებთ  ხის დაზიანებას (მაგ: ხის გადატეხვა, გასკდომა და სხვა). აღნიშნული ჭრები ისე უნდა შესრულდეს, რომ ტოტის ხის ღერძთან შეერთების ან/და დასაცავი  ადგილი შენარჩუნებული იყოს, აგრეთვე უზრუნველყოფილ იქნას დაზიანებული ადგილის კარგად შეხორცება-აღდგენა (ხე დაზიანებულ ადგილას ბუნებრივად წარმოქმნის ფენას, რომელიც ჭრილობას დაფარავს).
  3.  ვარჯის ფორმირებისთვის  ჭრა - ხის ზრდის მიმართულების მისაცემად ხორციელდება,  რაც შეიძლება ადრეულ ასაკში, რათა შესაძლებელი გახდეს ვარჯის სტაბილური განვითარება. ამასთანავე რეკომენდირებულია, გადახლართული, გადატეხილი ტოტების ან ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული ტოტების მოცილება ან/და მოჭრა ერთი ტოტის დატოვებით.
  4.  პროფილური ჭრა - განათების გაუმჯობესების მიზნით   ტარდება  ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ ხის  ადრეული ხნოვანებიდან. ხეებისთვის საჭირო განათების მისაღებად ჭრა თანდათან უნდა განხორციელდეს  და შესრულდეს რამოდენიმე წელზე გადანაწილებით. ხეებს, რომლებიც გზების გასწვრივ არის დარგული, უნდა შეუნარჩუნდეს ვარჯის სიდიდის მინიმუმ ნახევარი. დიდხნოვანი ხეებისთვის საჭირო განათების მიღების უზრუნველსაყოფად, საჭიროა ჩატარდეს ინტენსიური ჭრა სუსტი და უხეში ტოტების მოსაცილებლად. ძლიერი ტოტების მთლიანი მოშორება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დაშვებული. სატრანსპორტო და საფეხმავლო ქუჩების გასწვრივ დარგული ხეების სხვლა-ფორმირება ტარდება იმგვარად, რომ დაცული იყოს როგორც სატრანსპორტო საშუალების, ისე ფეხითმოსიარულეთა უსაფრთხოება. შესაბამისად, სამანქანე გზის სავალი ნაწილის მხარეს ადრეული ასაკიდანვე ისხვლება  ხის ქვედა ტოტები 4,50 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო საფეხმავლო ზონის მიმართულებით - 2.50 მეტრის სიმაღლეზე.
  1. ხეების გამხმარი ტოტებისგან გაწმენდა ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ხეები   იწმინდება ხმელი და გადატეხილი, წვრილი ზომის ტოტებისაგან. დაზიანებული ტოტები ან/და ხის ვარჯის ნაწილი  სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვით და ხის საარსებო გარემოს შესაბამისად   მოკლდება. ვარჯის დაუზიანებელი ნაწილი კი შემოკლებულ ნაწილთან შეფარდებით  იჭრება ან იხშირება (მცენარეთათვის საჭირო განათების მისაღებად). ხის მთლიანი ვარჯი სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოებიდან და ხის საარსებო გარემოდან გამომდინარე  მოკლდება ისე, რომ ამ ღონისძიების შემდეგ ვარჯმა შეძლოს შემდგომი განვითარება. ხეებს, რომლებიც ძლიერ არიან დაზიანებულნი და საფრთხეს უქმნიან  ტრანსპორტის მოძრაობას, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე,   უმოკლდება მსხვილი და დაზიანებული ტოტები.
  1.  ხის ვარჯის მოვლა -  ხეების გადახლართული, მოტეხილი ტოტების ან ისეთი ტოტებისგან გაწმენდა, რომლებიც ერთმანეთს მჭიდროდ ეკვრის, აგრეთვე ხმელი ტოტების მოცილება და შეჭრა ხის ვარჯისათვის საჭირო განათების უზრუნველსაყოფად ხორციელდება უმეტესად ტოტების შეჭრით გარეთა მხრიდან - წვეროსკენ. ხის გარშემოწერილობის მიხედვით არჩევენ წვრილი და მსხვილი ტოტების სუსტ, საშუალო და ძლიერ გამოხშირვას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ღონისძიებამ არ გამოიწვიოს ხის დაზიანება ან/და მისი ფორმისა და იერსახის მნიშვნელოვანი ცვლილება.
  1.  ხის ღეროსა და განშტოებაზე წარმოქმნილი ან/და არსებული წანაზარდები სცილდება ბრტყლად,    მთელ დიამეტრზე.

მუხლი 4. უსაფრთხოების განსაკუთრებული ღონისძიებები ხეების მოვლისა და სხვლა-ფორმირების დროს
1. ვარჯის ნაწილის, ან მთლიანი ვარჯის ძლიერი დამოკლების შემთხვევაში მნიშვნელოვნად იცვლება ხის საერთო გარეგნული იერსახე. მისი ასიმილაციის (საკვები ნივთიერების და ენერგიის მიმოქცევა) ფართობი ძლიერ მცირდება, სქელი და ძლიერი ტოტების ჭრის გამო იქმნება ხის გულის სიდამპლის განვითარების საშიშროება, რის შედეგადაც ხე სუსტდება და მცირდება მისი სიცოცხლისუნარიანობა.

2. გადაბელვის დროს ხორციელდება  ხის მთლიან ვარჯზე, ან მის ნაწილზე ძლიერი ტოტების შემოკლება, ან მთლიანად მოშორება (განშტოებების გადაბელვა). ვარჯის მთლიანად ჭრას -მხოლოდ ხის ღეროს დატოვებას,   მოჰყვება ნეგატიური შედეგები, როგორიცაა საკვები ნივთიერებების (გადაბელვის ადგილებში წყდება საკვები მინერალებით მომარაგება და ზრდა. ხის ვარჯის ასეთი ადგილები კვდება და იწყება ლპობის პროცესი, ირღვევა წონასწორობა ფესვებსა და ვარჯს შორის) უკმარისობა და ფესვთა სისტემის კვდომა. ეს ორივე ფაქტორი გამოწვეულია სოკოვანი ინფექციით, რომელსაც ხის სტრუქტურის ნეგატიური შეცვლა შეუძლია. მოსალოდნელია ხის გადატეხვის საშიშროების ზრდა და მისი მდგომარეობის შემცირება. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ხდება მისი ნაადრევი მოჭრა. ამის გამო, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, დაუშვებელია ხის ღეროს გადაბელვა.


მუხლი 5. ხეების მკურნალობა
გამონაზარდებიანი მოკლედ შეკრეჭილი ხეების შემდგომი მკურნალობის დროს ახლად ამოზრდილი წანაზარდები მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა განცალკევდეს, ან შემოკლდეს. შეჭრა უნდა შესრულდეს უკვე განხორციელებული ჭრის ადგილიდან ზემოთ, მაგრამ არა ღონისძიების ან/და დაზიანების შედეგად გაჩენილი ჭრილობის შეხორცების ადგილას.  მკურნალობა ჩატარდება სისტემატურად 3-5 წელიწადში ერთხელ. ჭრები  სრულდება ისე,  რომ წლების მანძილზე შეიქმნას ახალი ვარჯი, რომელიც გვერდითი ტოტებიდან ან სხვა აქამდე მიძინებული კვირტებიდან აღმოცენდება.