დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 362 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.018747 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/07/2015 - 14/12/2017)
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოში ლიტერატურის, სალიტერატურო პროცესების შემდგომი განვითარებისა და სტიმულირების, მწერალთა და ლიტერატორთა ღვაწლის აღიარებისა და დაფასების მიზნით: |
| მუხლი 1 |
შეიქმნას „ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისია“. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს „ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისიის“ თანდართული დებულება. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული მედლებისა და დიპლომების დამზადება და საპრემიო თანხის გამოყოფა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით უზრუნველყოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, ხოლო დამატებითი დაფინანსების საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წინადადებებით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისიის დებულება
|
მუხლი 1. ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისია
1. ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების ღონისძიებათა უზრუნველყოფის, კონკურსის გამოცხადების, განაცხადების მიღებისა და განხილვის, პრემიის ლაურეატობის კანდიდატთა გამოვლენის მიზნით, იქმნება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისია (შემდგომში – კომისია). 2. კომისიას 7 წევრის შემადგენლობით, სალიტერატურო და სახელოვნებო სფეროს აღიარებული, საზოგადოებისათვის ცნობილი წარმომადგენლებისაგან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის წარდგინებით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 3. კომისიის სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, ხმის უფლების გარეშე. 4. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება 5 წევრი მაინც. 5. კომისიის წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება. 6. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტროს წარმომადგენლებისაგან იქმნება კომისიის სამდივნო. მუხლი 2. კონკურსის გამოცხადებისა და პრეტენდენტთა წარდგენის წესი 1. კონკურსი ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კომისიის მიერ ცხადდება ორ წელიწადში ერთხელ, ყოველი საკონკურსო წლის თებერვალში. 2. საკონკურსო განაცხადების მიღება ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად ხორციელდება საკონკურსო წლის 30 აპრილამდე. 3. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესს განსაზღვრავს კომისია. 4. ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად პრეტენდენტთა წარდგენის უფლება აქვთ ლიტერატურის სფეროში მოღვაწე, შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანიზაციებს. 5. ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარდგენილ იქნეს პირი მისი მოქალაქეობის მიუხედავად. 6. ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად დაიშვება ქართულ ენაზე გამოქვეყნებული ორიგინალური ნაწარმოები. 7. პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი პირი იმავდროულად არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი. 8. ნაწარმოების წარდგენა დასაშვებია მას შემდეგ, რაც ის გამოქვეყნდება და საზოგადოება სრულად გაეცნობა. 9. საკონკურსოდ დაიშვება საკონკურსო წლამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაწარმოები. 10. გარდაცვლილ ავტორს შეიძლება პრემია მიენიჭოს იმ შემთხვევაში, თუ იგი წარდგენილი იყო სიცოცხლეშივე, ან მოგვიანებით გამოქვეყნდა მისი ახალი, მანამდე უცნობი ნაწარმოები/ნაწარმოებები, ან ნაწარმოები/ნაწარმოებები გამოქვეყნდა და ავტორი გარდაიცვალა კონკურსის დასრულებიდან მომდევნო საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულებამდე. 11. დაუშვებელია პრემიის მოსაპოვებლად კომისიის მიერ უარყოფილი ნაწარმოების ხელმეორედ წარდგენა. ავტორის განმეორებითი წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ახალი ნაწარმოებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაწარმოები/ნაწარმოებები საკონკურსოდ დაშვებული არ იქნა ტექნიკური მიზეზების, ანუ დოკუმენტაციის არასრული სახით წარდგენის გამო. 12. ავტორთა კოლექტივების საკონკურსოდ წარდგენისას დასაშვებია არაუმეტეს 2 თანაავტორის წარდგენა. 13. დაუშვებელია ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატთა ამავე პრემიაზე მეორედ წარდგენა. მუხლი 3. გადაწყვეტილების მიღების წესი 1. კომისია უფლებამოსილია, ცალკეულ ნაწარმოებთა რეცენზირებისა და ექსპერტიზის მიზნით, მოიწვიოს დარგის სპეციალისტი. 2. კომისიის გადაწყვეტილება ლაურეატობის კანდიდატის გამოვლენისა და პრემიების მინიჭების შესახებ მიიღება ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა ხმების არანაკლებ ორი მესამედით და საბოლოო გადაწყვეტილებისათვის წარედგინება საქართველოს პრემიერ-მინისტრს. 3. კომისიაში კენჭისყრის წინ განისაზღვრება გამსვლელი ქულა. 4. თანაავტორთათვის პრემიის მინიჭებისას პრემია ნაწილდება თანაბრად. 5. კომისიის გადაწყვეტილების მოწონების შემთხვევაში კონკურსის საბოლოო შედეგს ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მუხლი 4. ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების პირობები 1. ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა არაუმეტეს ერთისა, 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. პრემია პირს ენიჭება ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებ(ებ)ისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. 2. პირს, რომელიც მოიპოვებს ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიას, მიენიჭება ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო. მუხლი 5. კონკურსის შედეგების გამოცხადების წესი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის საბოლოო შედეგი ქვეყნდება და ლაურეატის დაჯილდოება ხდება ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეს − 14 ივლისს. მუხლი 6. გარდამავალი დებულებები ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა 2016 წლიდან.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები