დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულების - „სოციალური საწარმო დანაშაულის პრევენციისთვის“ მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1475 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019593 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1475
2015 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულების –„სოციალური საწარმო დანაშაულის პრევენციისთვის“ მოწონების თაობაზე
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოწონებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულება – „სოციალური საწარმო დანაშაულის პრევენციისთვის“.
2. განკარგულება ძალაშია 2015 წლის 28 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები