შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

  • Word
შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1467
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019586
  • Word
1467
09/07/2015
ვებგვერდი, 27/07/2015
000000000.00.003.019586
შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1467

2015 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271  მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 274 მუხლის მე-5 პუნქტისა და 275 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების (ახალი საბაგირო გზის მშენებლობა) მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის, ბაკურიანის სატყეოს კვარტალ 10-ში და 28-ში (ცხრილი 1) არსებულ მიწის ფართობზე (150 880 კვ.მ), სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების ჭრის უფლებით) ვადა შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ (ს/კ 215096367) განესაზღვროს 49 (ორმოცდაცხრა) წლით.

2. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის, საკომპენსაციო ღონისძიების სახით, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის წაღვერის სატყეოს 15 და 16 კვარტლებში სპეციალური დანიშნულებით სარგებლობას დაქვემდებარებულ ტოლფას ფართობზე (150 880 კვ.მ), 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე, უზრუნველყოს ტყის აღდგენის ღონისძიება -ტყის კულტურების გაშენება.

 

პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი