სსიპ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციისა და „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 360
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018745
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
360
20/07/2015
ვებგვერდი, 21/07/2015
040030000.10.003.018745
სსიპ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციისა და „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/07/2015 - 26/10/2015)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №360

2015 წლის 20 ივლისი

   ქ. თბილისი

სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციისა და „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. სსიპ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მიენიჭოს  კორნელი კეკელიძის სახელი და  განხორციელდეს მისი სტრუქტურული რეორგანიზაცია.

2. სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ჩაითვალოს სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლედ.

3. ამ დადგენილებით გათვალისწინებული რეორგანიზაციას­თან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2015 წლის 1 ნოემბრამდე. 

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში (სსმ,  №35, 17/03/2006,  040.030.000.10.003.000.441) და დადგენილების 34-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„34. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი