დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აზიის განვითარების ბანკის (ADB) ტექნიკური დახმარების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1413 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019565 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1413
2015 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
აზიის განვითარების ბანკის (ADB) ტექნიკური დახმარების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ტექნიკური დახმარების „რეგიონული მცირე მასშტაბის შესაძლებლობების განვითარების ტექნიკური დახმარება აზიის განვითარების ბანკის ფინანსურ პროდუქტებზე (სამუშაო შეხვედრა (Workshop))“ (S-CDTA) თაობაზე .
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის სახელით, გამოხატოს თანხმობა ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ტექნიკურ დახმარებაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები