ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1402
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019556
  • Word
1402
03/07/2015
ვებგვერდი, 15/07/2015
000000000.00.003.019556
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1402

2015 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში – 165 000 (ას სამოცდახუთი ათასი) ლარი – განახორციელოს ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ახალგაზრდული ცენტრის“ მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი   ირაკლი ღარიბაშვილი