,,განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის შექმნის შესახებ“

  • Word
,,განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის შექმნის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/02/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 25/02/2008
სარეგისტრაციო კოდი 470.150.000.10.003.000.980
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
36
22/02/2008
სსმ, 29, 25/02/2008
470.150.000.10.003.000.980
,,განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის შექმნის შესახებ“
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/02/2008 - 30/07/2008)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №36

2008 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის შექმნის შესახებ

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების არსებული და მშენებარე ლაბორატორიების ქონების ბაზაზე 2008 წლის 1 ივნისამდე შეიქმნას განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემა.

2. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემა ჩამოყალიბდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტრუქტურაში, რომელიც ყოველწლიურად შეიმუშავებს ცხოველთა განსაკუთრებით საშიში და სხვა ინფექციების კვლევების პროგრამას.

3. ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტების შესასრულებლად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კომპეტენციის ფარგლებში 2008 წლის 1 ივნისამდე მიიღოს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2008 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს:

ა) განსაკუთრებით საშიში და სხვა ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების არსებული და მშენებარე ლაბორატორიების ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, მათ შორის ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2002 წლის 30 დეკემბრის შეთანხმების ფარგლებში (რატიფიცირებული საქართველოს პარლამენტის დადგენილებით 2003 წლის 7 მაისს, №2147-IIს) გადაცემული ქონების გადასაცემად განსაზღვრა;

ბ) ამ დადგენილების პირველი პუნქტის შესასრულებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი ბაზის სრულყოფა.

5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ბიოლოგიური უსაფრთხოების სხვადასხვა დონის ლაბორატორიული ქსელის შესაქმნელად სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი წინადადებების გათვალისწინებით გადასცეს:

ა) სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ამ დადგენილების მე-4 პუნქტის ა“ ქვეპუნქტში მითითებული ძირითადი საშუალებები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები;

ბ) ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ცენტრის“ შესაბამისი ქონება;

გ) ცენტრალური საცნობარო ლაბორატორიის მშენებარე ობიექტი მიწის ფართობთან ერთად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინადადებების გათვალისწინებით;

დ) შესაბამისი ფართობი საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ლაბორატორიული ქსელის მოსაწყობად.

6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ნოემბრის №253 დადგენილება.

7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე