დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 160 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 109, 31/07/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.150.000.10.003.001.105 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №160
2008 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
,,განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №36 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წ., №29, მუხლი 314) შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების მიზნით შეიქმნას ერთიანი ლაბორატორიული სისტემა.
2. ერთიანი ლაბორატორიული სისტემა მოიცავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას.
3. საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვასა და კოორდინაციას ახორციელებს განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭო.
4. ერთიან ლაბორატორიულ სისტემაში შემავალმა ლაბორატორიებმა, კომპეტენციის ფარგლებში, რეგულარულად მიაწოდონ ინფორმაცია განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს.
5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) ბიოლოგიური უსაფრთხოების სხვადასხვა დონის ლაბორატორიული ქსელის შესაქმნელად სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს წინადადებების გათვალისწინებით გადასცეს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ცენტრის“ შესაბამისი ქონება;
ბ) ცენტრალური საცნობარო ლაბორატორიის მშენებარე ობიექტი მიწის ფართობთან ერთად;
გ) შესაბამისი ფართობი საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ლაბორატორიული ქსელის მოსაწყობად.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები