საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების ასიგნებების გაზრდის თაობაზე

  • Word
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების ასიგნებების გაზრდის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1356
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019497
  • Word
1356
25/06/2015
ვებგვერდი, 03/07/2015
000000000.00.003.019497
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების ასიგნებების გაზრდის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1356

2015 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების ასიგნებების გაზრდის თაობაზე

2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებისა და აღდგენითი სამუშაოების დასაფინანსებლად, აგრეთვე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 ივნისის №1181 განკარგულებით გათვალისწინებული დავალების შესასრულებლად და სხვადასხვა ღონისძიების განსახორციელებლად,დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს:

ა) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანამდე, აღნიშნული კანონით საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებები შეამციროს 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარით და აღნიშნული თანხით გაზარდოს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებები შეამციროს 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარით და აღნიშნული თანხით გაზარდოს საქართველოს მთავრობის სარეზერვოფონდის ასიგნებები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                         ირაკლი ღარიბაშვილი