ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • Word
ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 334
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 20/05/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/05/1996
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.05.002.000.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
334
20/05/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/05/1996
360.160.000.05.002.000.
ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/05/1996 - 20/04/1997)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №334

1996 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრის შესახებ

საქართველოში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან, სახელმწიფო საკუთრების განსახელმწიფოებრიობისა და ფასების ლიბერალიზაციის პროცესის პრაქტიკულად დამთავრებასთან დაკავშირებით ხელსაყრელი პირობები იქმნება კონკრეტული სამეწარმეო გარემოს ჩამოყალიბებისათვის.

ამასთან, ქვეყნის ეკონომიკაში არის სფეროები, რომლებშიც თავისუფალი ფასწარმოქმნა არ უნდა ჩაითვალოს ოპტიმალურად. ასეთ სფეროებს პირველ რიგში განეკუთვნება ბუნებრივი მონოპოლიები, ანუ ბაზრის სეგმენტები, რომლებშიც კონკურენციის განვითარება ტექნოლოგიურად შეუძლებელია, ანდა ეკონომიკურად არაეფექტიანია. სახელმწიფოს პოლიტიკა იმ საწარმოების მიმართ, რომლებიც მოქმედებენ ბაზარზე როგორც ბუნებრივი მონოპოლიები, გამოიხატება არა მათი მონოპოლიური საქმიანობის აღკვეთით, არამედ ამ საქმიანობის მუდმივი რეგულირების პირობების შექმნით.

ბუნებრივ მონოპოლიათა პროდუქციის (მომსახურება, სამუშაო) ფასების ლიბერალიზაცია და სახელმწიფო კონტროლის შესუსტება იწვევს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას და, შესაბამისად, როგორც მეწარმეთა, ისე მომხმარებელთა ინტერესების შელახვას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე „საქართველოს რესპუბლიკაში მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვისა და კონკურენციის განვითარების შესახებ“ დეკრეტის თანახმად:

1. შემოღებულ იქნეს ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრი დანართის თანახმად.

2. ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრის წარმოება დაევალოს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს.

3. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელოს ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრში შესული სამინისტროების, უწყებების (საწარმოების) საქმიანობის (ძირითადი პროდუქცია, მომსახურება, სამუშაო) ფასების რეგულირება და კონტროლი.

4. დაინტერესებულმა სამინისტროებმა და უწყებებმა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს აღმოუჩინონ ყოველგვარი დახმარება ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრის წარმოებისათვის.

ე. შევარდნაძე

 

 

 

 

დანართი

ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრი

1. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროდან:

– სახელმწიფო საფოსტო კავშირით მომსახურება;

– სიხშირეთა სპექტრის განაწილება.

2. საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტიდან – სარკინიგზო ხაზი.

3. სახელმწიფო კომპანია „საქგაზიდან“ – მაგისტრალური მილსადენი.

4. სახელმწიფო კომპანია „საქენერგოდან“ – მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი სისტემა.

5. სახელმწიფო საწარმო „საქაერონავიგაციიდან“ – საჰაერო სივრცის გამოყენების სამარშრუტო და სადისპეტჩერო უზრუნველყოფა.

6. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს დეპარტამენტიდან:

– ფოთის საზღვაო ნავსადგური;

– ბათუმის საზღვაო ნავსადგური;

– სოხუმის საზღვაო ნავსადგური.

სახელმწიფო კანცელარიის უფროსი პ. მამრაძე