ბუნებრივი გაზის შემოტანისა და ტრანზიტის ბუნებრივი მონოპოლიის სახელმწიფო რეესტრში შეტანის შესახებ

  • Word
ბუნებრივი გაზის შემოტანისა და ტრანზიტის ბუნებრივი მონოპოლიის სახელმწიფო რეესტრში შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 631
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 06/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 21, 17/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.05.002.000.
  • Word
631
06/11/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 21, 17/11/1997
300.280.000.05.002.000.
ბუნებრივი გაზის შემოტანისა და ტრანზიტის ბუნებრივი მონოპოლიის სახელმწიფო რეესტრში შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №631

1997 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

ბუნებრივი გაზის შემოტანისა და ტრანზიტის ბუნებრივი მონოპოლიიის სახელმწიფო რეესტრში შეტანის შესახებ

საქართველოში ბუნებრივი გაზის შემოტანისა და ტრანზიტის პროცესში წარმოქმნილი არასასურველი მოვლენების გამო უარესდება მაღალი წნევის მაგისტრალური მილსადენის ტექნიკური მდგომარეობა და მისი ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც უარყოფითად მოქმედებს საქართველოს ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა სოციალურ მდგომარეობასა და ქვეყნის ეკონომიკაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით და ბუნებრივი გაზის ერთპირობით ერთეულზე ფასის ზრდის შეჩერების, მისი სტაბილიზაციის, შესაბამისად – მოსახლეობის სოციალური დაცულობის გარანტიების შექმნის მიზნით:

1. „ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 მაისის №334 ბრძანებულების დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება: „სააქციო საზოგადოება „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია“ – საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის შემოტანა და ტრანზიტი“.

2. „საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა (ვ. მაისურაძე) ერთ თვეში წარმოადგინოს ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი.

ე. შევარდნაძე