ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 27/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016158
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
42
26/06/2015
ვებგვერდი, 02/07/2015
010250020.35.124.016158
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/07/2015 - 25/12/2015)

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება N42

2015 წლის 26 ივნისი

ქ. ბაღდათი

 

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში: ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესი (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე



დანართი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
წინამდებარე წესი განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის პირობებს და წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაცია დადგენილი წესით გარკვეული რიგითობის მიხედვით ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დანომვრა არაბული ციფრების, ქართული ანბანის ასოების ან/და ინდექსების მეშვეობით.

2. ბინა მრავალბინიან სახლში - მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის.

3. დაინტერესებული პირი - ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურდიული პირი, აგრეთვე  კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.

4. კანონიერი მოსარგებლე - ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდენი, საბინაო წიგნი, და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.

5. შენობა - მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოების შედეგად, სარძიკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის.

6. ინდექსი - რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება ქვევით.


მუხლი 3. უფლებამოსილი ორგანოები
გადაწყვეტილებას ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის შესახებ იღებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

მუხლი 4. ნუმერაციის მოთხოვნა
1.ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.

2.მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ დაინტერესებული პირის განცხადებით წარმოების დაწყების შემთხვევაში, განცხადებას თან უნდა ახლდეს დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული ბინის/ბინების საკუთრების უფლების ან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება უნდა შეიცავდეს დეტალურ დასაბუთებას ნომრის მინიჭების ან შეცვლის თაობაზე.  განცხადება უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს.


მუხლი 5. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების სკვერების, შენობა-ნაგებობების ნუმერაციის შცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შიძლება გახდეს:
ა) შენობის (შენობების) ნუმერაციის არარსებობა;

ბ) შენობის (შენობების) გაყოფა ან/და შეერთება;

გ) არსებულ დოკუმენტებში შენობის (შენობებისათვის) მინიჭებული ნომრის აღრევა;

დ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს (სადარბაზოებისათვის) ან/და ბინის (ბინების) ნუმერაციის მოთხოვნა.


მუხლი 6. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი
1. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:

ა) სადარბაზოს (სადარბაზოების) ან/და ბინის (ბინების) ნუმერაციის არარსებობა;

ბ) ბინის გაყოფა;

გ) ბინების შეერთება;

დ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს (სადარბაზოებისათვის) ან/და ბინის (ბინებისათვის) მინიჭებული ნომრების აღრევა;

ე) სხვა შემთხვევა, რამაც შიძლება გამოიწვიო სადარბაზოს(სადარბაზოების) ან/და ბინის(ბინების) ნუმერაციის მოთხოვნა.

2. ნუმერაცია დაუშვებელია, თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს.


მუხლი 7. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაცია
1. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების ბინათა ნუმერაცია ხდება არაბული ნატურალური ციფრით, გამონაკლის შემთხვევაში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არაბულ ციფრზე ქართული ანბანის ასოს ან არაბული ციფრის ინდექსის დამატებით.

2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ნატურალური ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს ინდექსის დამატებით.

3. კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთების ნუმერაცია ხდება არაბული ნატურალური ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს ინდექსის დამატებით.


მუხლი 8. გადაწყვეტილების მიღების წესი
1. საკითხს ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის შესახებ განიხილავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური, რომელიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის პროექტს წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნუმერაციის თაობაზე, ყოველ კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამართლებრივი აქტი (საკრებულოს განკარგულება) დაუყონებლივ გადაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით.


მუხლი 9. დასკვნითი დებულებანი
1. ნუმერაციის საკითხი განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

2. ამ წესში ცვლილების შეტანა ხორციელდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით არსებული წესის შესაბამისად.