დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №42 დადგენილებაში „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქუჩების, ხეივნების,შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“, ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 70 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.124.016186 |
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №42 დადგენილებაში „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქუჩების, ხეივნების,შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“, ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №42 დადგენილებაში, „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქუჩების, ხეივნების,შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“, (საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge 02/07/2015წ. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016158) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საკითხს ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის შესახებ განიხილავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური, რომელიც ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის(ბრძანების) პროექტს წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს ნუმერაციის თაობაზე, ყოველ კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. 2. მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამართლებრივი აქტი (გამგებლის ბრძანება) დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები