დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მშენებლობის ნებართვის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალის ტიპიური ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერის აქტის ტიპიური ფორმის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.161.016240 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/06/2015 - 25/01/2018)
|
მშენებლობის ნებართვის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალის ტიპიური ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერის აქტის ტიპიური ფორმის დამტკიცების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის VII თავის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1 ).
2.დამტკიცდეს მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალის ტიპიური ფორმა (დანართი №2). 3. დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერის აქტის ტიპიური ფორმა (დანართი №3). |
| მუხლი 2 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის ფორმის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციისა და დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 4 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. |
|
დანართი №1
|
მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი
|
1. აღნიშნული წესი შემუშავებულია ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა (შემდგომში - „დადგენილება“) და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის,მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების (შემდგომი - „ბრძანება“) საფუძველზე.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მშენებლობის ნებართვის გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე. |
მუხლი 2.
მშენებლობის ნებართვის დამზადება, გაცემა და დაბრუნება
|
1. პოლიგრაფიული საწარმო „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ახდენს მშენებლობის ნებართვის ფორმის სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით).
2. პოლიგრაფიული საწარმოდან მშენებლობის ნებართვის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. 3.მშენებლობის ნებართვის ფორმებს, მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირი ინახავს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან სათანადოდ დაცულ სათავსში. 4. მშენებლობის ნებართვის ფორმის გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №2). |
| მუხლი 3 |
1.გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული განყოფილება, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისად, ავსებს მშენებლობის ნებართვის ფორმას და შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტთან ერთად დასამტკიცებლად წარუდგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
2. მშენებლობის ნებართვა ივსება ლურჯი ან შავი კალმით. მშენებლობის ნებართვაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მშენებლობის ნებართვის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, მის ნაცვლად ივსება ახალი ფორმა, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც მშენებლობის ნებართვის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს გამცემს. 3. მშენებლობის ნებართვა ივსება სამ ეგზემპლიარად, რომელიც შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტთან ერთად გადაეცემა საქმისწარმოების განყოფილებას. 4. საქმისწარმოების განყოფილება მშენებლობის ნებართვის ერთ ეგზეპლიარს, შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტთან ერთად აძლევს დაინტერესებულ პირს, მეორე ეგზემპლიარს აგზავნის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურში, ხოლო მესამე ეგზემპლიარს ინახავს არქივში. 5. დაინტერესებულ პირზე, მშენებლობის ნებართვა გაიცემა მათ გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალში შესაბამისი აღნიშვნისა და მიმღების მიერ ხელმოწერის შემდეგ. |
მუხლი 4.
გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერა
|
1. გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერა ხდება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) მისი დაზიანების გამო; გ) პოლიგრაფიული დეფექტის გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერა ხდება ჩამოწერის აქტის შედგენის შემდეგ (დანართი №3), რომელშიც აღინიშნება გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ნუმერაცია და ჩამოწერის მიზეზი. 3.გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ნუმერაცია შეიტანება აღრიცხვის ჟურნალში. |
დანართი 2
მშენებლობის ნებართვების აღრიცხვის ჟურნალი
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №3
ა ქ ტ ი № „__”______20__ წელი
გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ფორმის ჩამოწერის შესახებ
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი მშენებლობის ნებართვის ფორმის ჩამოწერის სისწორეს.
მშენებლობის ნებართვის გაცემაზე /---------- პასუხისმგებელი პირი: ---------- ---------/ მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებასა და /---------- აღრიცხვა-ანგარიშგებაზე ------------- პასუხისმგებელი პირი: ----------/
| ||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები