საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 24/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 06/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.038.016458
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
44
24/06/2015
ვებგვერდი, 24/06/2015
010320040.22.038.016458
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/06/2015 - 26/08/2015)

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №44

2015 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

მუხლი 1
1.პროტოკოლის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის  დადგენილია  შემდეგი  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობების განხრით);

ბ) მუშაობის  არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება,  მათ შორის, პროტოკოლის მიმართულებით;

გ) უპირატესობა ენიჭება მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიან  გამოცდილებას;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ე) ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

ვ) ტრენინგებში,  კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

2. პროტოკოლის სამსახურის  უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის  დადგენილია   შემდეგი  საკონკურსო  თემატიკა

ა)   საქართველოს კონსტიტუცია;

ბ)  საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი";

გ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ)   საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსი“;

ე)  საქართველოს კანონი „ პერსონალურ მონაცემთა  დაცვის შესახებ’’;

ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ";

ზ) „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილება;

თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის  ბრძანება.

მუხლი 2
1. პროტოკოლის სამსახურის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად  კანდიდატისათვის  დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის  არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება პროტოკოლის მიმართულებით,  უპირატესობა ენიჭება ამ განხრით საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

დ) ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

2. პროტოკოლის სამსახურის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად  კანდიდატისათვის  დადგენილია შემდეგი  საკონკურსო  თემატიკა:

ა)   საქართველოს კონსტიტუცია;

ბ)  საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ)   საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსი“;

ე)  საქართველოს კანონი „ პერსონალურ მონაცემთა  დაცვის შესახებ’’;

ვ) „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილება;

ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის N275 დადგენილება;

თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის  ბრძანება.