დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/08/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.038.016834 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №44 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24/06/2015, 010320040.22.038.016458) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:“. 2. ბრძანებით დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის: ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის: ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;“; ა.გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №59 ბრძანება.“; ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის: ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;“; ბ.გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №59 ბრძანება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები