დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, შპს „ენერჯი სოლუშენს-ნატანებსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1199 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019352 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1199
2015 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, შპს „ენერჯი სოლუშენს-ნატანებსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „ენერჯი სოლუშენს-ნატანებსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი.
2. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია შპს „ენერჯი სოლუშენს-ნატანების“ მიერ, ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად, თავდაპირველად წარმოდგენილი წინასამშენებლო გარანტიის (37 500 აშშ დოლარი) იდენტური პირობების მქონე საბანკო გარანტიით ჩანაცვლების თაობაზე, მომსახურე ბანკის შეცვლის გამო.
3. ამ განკარგულების მეორე პუნქტის გათვალისწინებით, გაუქმდეს შპს „ენერჯი სოლუშენს-ნატანების“ მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი წინასამშენებლო გარანტია 37 500 აშშ დოლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე, გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე, საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს.
4. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები