ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1181
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019285
  • Word
1181
04/06/2015
ვებგვერდი, 12/06/2015
000000000.00.003.019285
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1181

2015 წლის 4 ივნისი

. თბილისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „თბილისი 2015“-ის ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯების  დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტს გამოუყოს 1 3 000 000  (ცამეტი მილიონი) ლარი, მათ შორის: 

ა) ა(ა)იპ − ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის - 9 317 704 (ცხრა მილიონ სამას ჩვიდმეტი ათას შვიდას ოთხი) ლარი, კერძოდ:

ა.ა) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო, ადმინისტრაციული, ფესტივალის პოპულარიზაცია/რეკლამირების, ჩამოსული სპორტსმენების, დელეგატებისა და მოწვეული სტუმრების ტრანსპორტირების, განთავსების, კვების, სამედიცინო და სხვა დანარჩენი ხარჯების  დაფინანსებისათვის 5 190 000 (ხუთი მილიონ ას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი;

ა.ბ)  „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდანსხვადასხვა ინფრასტრუქტურის სამშენებლო, სარემონტო/სარეკონსტრუქციო და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების, სპორტული და სხვა ინვენტარისა და შესაბამისი აღჭურვილობისდასაფინანსებლად 4 127 704 (ოთხი მილიონ ას ოცდაშვიდი ათას შვიდას ოთხი) ლარი;

ბ) საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციისათვის გადასაცემად „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 682 296 (სამი მილიონ ექვსას ოთხმოცდაორი ათას ორას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი, თბილისში მძლეოსნობის არენის მშენებლობისა და აღჭურვის დასაფინანსებლად.

2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებების 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარით გაზრდის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სათანადო რესურსის მოძიება.

პრემიერ-მინისტრი                                                                 ი . ღარიბაშვილი