დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 31 მარტის N- 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.115.016168 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/06/2015 - 28/03/2019)
|
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 31 მარტის №- 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნას ცვლილება ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ 2015 წლის 31-მარტის №-11 დადგენილებაში (www.matsne.cov.ge /06/04/2015 წ. 210020010.35.115.016162):
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, განაკვეთის განსაზღვრის და ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ’’. ბ) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ,, მე-16 მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ. ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ’’, საქართველოს კანონის მე-3 და მე-5 მუხლების შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:’’ გ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს დასუფთავებისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი და მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: 1. ფიზიკური პირებისათვის დაწესდეს შეღავათი და გადასახადი განისაზღვროს 0-ლარი. 2. იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისათვის, დაწესებულებებისა და ინდმეწარმეებისათვის დაწესდეს ყოველთვიური მოსაკრებელი შემდეგის მიხედვით: ა) სახერხი საამქროები-50 ლარი; ბ) მაღაზიები - 5 ლარი; გ) საზ. კვების ობიექტები-10ლარი; დ) გარემოვაჭრეები-20ლარი; ე) ა (ა) ი პ-ები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები - 20 ლარი. 3. ბენზოგასამართი სადგურები-10ლარი; 4. საოჯახო სასტუმროები სეზონურად 20-ლარი; 5. საყოფაცხოვრებო ობიექტები 10-ლარი; 6. აფთიაქები-10ლარი; 7.საბანკეტო დარბაზი-20-ლარი; 8.სხვა დაწესებულებები-20 ლარი. დ) დადგენილებას დაემატოს მუხლი 11 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი11. დამტკიცდეს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი N1-ის მიხედვით“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
|
წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ,’’ ,,მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონების საფუძველზე და განსაზღვრავს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქნელ სუბიექტთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს. |
მუხლი 1.
ზოგადი ნაწილი |
1.ინსტრუქცია აწესრიგებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება -მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში მოსაკრებელი) წარმოადგენს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა. 3. ნარჩენების წარმომქნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადაში. 4.დასუფთავების წესების დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. სამართალდარღვევის ოქმის შედგენას ახორციელებს გამგეობის არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და უნებართვო საქმიანობაზე კონტროლის განყოფილება. 5. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას უფლება აქვს მოსაკრებლის ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება. |
მუხლი 2.
მოსაკრებლის გადამხდელი |
მოსაკრებლის გადამხდელია ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელი ყველა სუბიექტი . |
მუხლი 3.
მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი |
1.მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მომსახურების ორგანიზებასა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს.
2. მოსაკრებლის გადახდა ხდება ფიქსირებული გადასახადის შესაბამისად . 3. გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სასურველია შენახულ იქნეს 1-წლის განმავლობაში. 4. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა. 5. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. |
მუხლი 4.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან განთავისუფლება |
|
მუხლი 5.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი |
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამის ანგარიშზე. |
მუხლი 6.
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები |
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე საბანკო ანგარიშსწორების საშუალებით ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
2. მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, ყოველი თვის 25 რიცხვამდე. 3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. |
მუხლი 7.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის |
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლენტეხის მუნიციპალიტეტს გამგეობის ეკონომიკური სამსახურის მოსაკრებლების ადმინისტრირებისა და კონტროლის განყოფილებას. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები