„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 9 ივნისის №05/59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 05/76
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016200
05/76
22/10/2015
ვებგვერდი, 27/10/2015
010320040.22.054.016200
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 9 ივნისის №05/59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/76

2015 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 9 ივნისის №05/59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 9 ივნისის №05/59 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 მუხლები:

მუხლი 5. პროტოკოლის სამმართველოს  უფროსი

პროტოკოლის სამმართველოს უფროსი  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურის პროტოკოლის სფეროში;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, "კულტურის შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების: (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office Outlook;  Microsoft Office  PowerPoint; ინტერნეტი) ცოდნა;

ე) ინგლისური და რუსული ენის ცოდნა კარგად, სასურველია დამატებით ერთი უცხო ენის კარგად ცოდნა.

მუხლი 6. მედიაკომუნიკაციის სამმართველოს უფროსი

მედიაკომუნიკაციის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკისა ან მედიამენეჯმენტის განხრით;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, მედიაკომუნიკაციაში მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ", საქართველოს კანონის „კულტურის შესახებ"  და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების: (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook;  ინტერნეტი) ცოდნა;

ე) ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სრულყოფილად, სასურველია დამატებით ერთი უცხო ენის კარგად ცოდნა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე