დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 256 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 05/06/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/06/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010120000.10.003.018641 |
|
მუხლი 1 |
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2015 წლის 8 მაისის საქართველოს კანონის (№3602-რს) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით
საქართველოში შემოსვლის ვადები და პირობები: 1. უცხოელებს, რომლებსაც აქვთ დანართში მითითებული რომელიმე ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, 90 კალენდარული დღის ვადით. 2. საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის მიზნით, შესაბამისი ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა მოქმედი უნდა იყოს საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით.
|
დოკუმენტის კომენტარები