„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14690
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 04/05/2015
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2015
ძალაში შესვლის თარიღი 04/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016331
  • Word
14690
04/05/2015
ვებგვერდი, 02/06/2015
000000000.00.00.016331
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №14690

2015 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10):

ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

 „ვ) სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველო:

ვ.ა) სათამაშო ბიზნესის კონტროლის განყოფილება;“;

ბ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ და „მ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 15. სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველო

1. სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენა;

ბ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული კონტროლის განხორციელება;   

გ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის განხორციელება ქრონომეტრაჟით, საკონტროლო შესყიდვით/საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერებით და ინვენტარიზაციით;

დ) გადასახადის გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი, 11 და 12 ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის) ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;

ვ) საგადასახადო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაბამისი ინფორმაციის მომზადება სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარსადგენად;

ზ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სათანადო მასალების სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში გადაგზავნა სასამართლოში წარსადგენად;

თ) აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი – შემოწმება და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტისათვის ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდება;

ი) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გამოყენების კონტროლი;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ლ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. სათამაშო ბიზნესის კონტროლის განყოფილება ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ - ,,კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ასევე უზრუნველყოფს დეპარტამენტის/სამმართველოს ხელმძღვანელობის სხვა დავალებების და მითითებების შესრულებას.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

 

გიორგი თაბუაშვილი

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი

შემოსავლების სამსახური