„საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/05/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016262
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
20
29/05/2015
ვებგვერდი, 03/06/2015
010250000.35.114.016262
„საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/06/2015 - 31/08/2015)

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2015 წლის 29 მაისი

დაბა ჩოხატაური

 

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არმქონე იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, სადაც არ იმოქმედებს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებული სანქციები

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 48-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არმქონე, ის დასახლებული ტერიტორიები (დანართი 1), სადაც ფიზიკური პირებისათვის 2016 წლის 15 იანვრამდე არ იმოქმედებს სანქციები:

1. 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებაზე;

2. 2 კილოგრამი ან მეტი ოდენობის მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებაზე;

3. დიდი მოცულობის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებაზე;

მუხლი 2
დამტკიცდეს  მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიები, სადაც 2016 წლის 15 იანვრამდე არ იმოქმედებს სანქცია შინაური ცხოველის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებისათვის (დანართი 2).
მუხლი 3
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2016 წლის 15 იანვრამდე არ იმოქმედებს სანქცია ფოთლების, ბაღის ნარჩების, საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების ღია წესით დაწვაზე.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე



დანართი 1
.

ჩოხტაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის

სისტემის არქმონე დასახლებული ტერიტორიები


  1. ბუკისციხის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა ბუკისციხის ცენტრისა)
  2. ამაღლების ადმინისტრაციული ერთეული
  3. გოგოლესუბნის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა გოგოლესუბნის ცენტრისა)
  4. გორაბერეჟოულის ადმინისტრაციული ერთეული
  5. გუთურის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა გუთურის ახალი სასაფლაო, ძველი სასაფლაო და გუთურის ადმინისტრაციული საზღვრის დასაწყისი ტერიტორია)
  6. დაბლაციხის ადმინისტრაციული ერთეული
  7. დიდივანის ადმინისტრაციული ერთეული
  8. ერკეთის ადმინისტრაციული ერთეული (სოფ. ქვემო ერკეთის სასაფლაო)
  9. ზემო სურების ადმინისტრაციული ერთეული
  10. ზემო ხეთის ადმინისტრაციული ერთეული
  11. ზომლეთის ადმინისტრაციული ერთეული
  12. ზოტის ადმინისტრაციული ერთეული
  13. კოხნარის ადმინისტრაციული ერთეული
  14. ნაბეღლავის ადმინისტრაციული ერთეული
  15. საჭამიასერის ადმინისტრაციული ერთეული
  16. ფარცხმის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა ზემო ფარცხმის დასაწყისი 2 კმ; ზემო ფარცხმის სასაფლაო, ზემო ფარცხმაში ყოფილი ფერმის ჩასახვევი, შუა ფარცხმის დასაწყისი, შუა ფარცხმის ცენტრი, შუა ფარცხმის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია)
  17. ქვენობნის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა სოფ. ბუკნარის ცენტრი)
  18. შუამაღლების ადმინისტრაციული ერთეული (გარდა სოფლის ცენტრი)
  19. შუა სურების ადმინისტრაციული ერთეული
  20. ჯვარცხმის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა ჯვარცხმის ადმინისტრაციული საზღვრის დასაწყისი,  საზღვრიდან მე-2 შესახვევი, საზღვრიდან 1 კმ-ში მოსახვევი, ჯვარცხმის ცენტრში საჯარო სკოლასთან.
  21. ხევის ადმინისტრაციული ერთეული)
  22. ხიდისთავის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა ხიდისთავის ცენტრი, ბახმაროს გადასახვევი).

დანართი 2

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიები, სადაც 2016 წლის 15 იანვრამდე არ იმოქმედებს სანქცია შინაური ცხოველის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებისათვის

  1. დაბა ჩოხატაურის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა დუმბაძის ქუჩა აგრარული ბაზრის ჩათვლით; „ვისოლის“ თბილისის ქუჩა ვისოლის ბენზინგასამართი სადგურიდან სამედიცინო ცენტრ „მედალფამდე“; მარის ქუჩა მუსიკალური სკოლიდან დაბის სასაფლაოს შესახვევამდე, სასაფლაოს აღმართის ჩათვლით; ჭავჭავაძის ქუჩა საკათედრო ტაძრიდან კომისარიატის აღმართის ჩათვლით; გურიის ქუჩა სრულად; რუსთაველის ქუჩა პოლიციის ხიდიდან მრავალბინიანი საცხოვრებლის ჩათვლით; გოგიბერიძის ქუჩა პოლიციიდან გურგენიძის ქუჩის კვეთამდე; 9 აპრილის ქუჩა; ბენდელიანის ქუჩა კინოთეატრ „გურიის“ გვერდით; წერეთლის ქუჩა მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობიდან გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიამდე; კოსტავასა ქუჩა მდინარე სუფსის ხიდიდან „გიოოილის“ ბენზინგასამართ სადგურამდე; ლომთათიძის ქუჩა ბახმაროს გადასახვევიდან თხილის გადამამუშავებელი ქარხნის შენობამდე; გურამიშვილის ქუჩა ლომთათიძის ქუჩიდან ღვინის ქარხნამდე)
  2. ბუკისციხის ადმინისტრაციული ერთეული
  3. ამაღლების ადმინისტრაციული ერთეული
  4. გოგოლესუბნის ადმინისტრაციული ერთეული
  5. გორაბერეჟოულის ადმინისტრაციული ერთეული
  6. გუთურის ადმინისტრაციული ერთეული
  7. დაბლაციხის ადმინისტრაციული ერთეული
  8. დიდივანის ადმინისტრაციული ერთეული
  9. ერკეთის ადმინისტრაციული ერთეული
  10. ზემო სურების ადმინისტრაციული ერთეული
  11. ზემო ხეთის ადმინისტრაციული ერთეული
  12. ზომლეთის ადმინისტრაციული ერთეული
  13. ზოტის ადმინისტრაციული ერთეული
  14. კოხნარის ადმინისტრაციული ერთეული
  15. ნაბეღლავის ადმინისტრაციული ერთეული
  16. საჭამიასერის ადმინისტრაციული ერთეული
  17. ფარცხმის ადმინისტრაციული ერთეული
  18. ქვენობნის ადმინისტრაციული ერთეული
  19. შუამაღლების ადმინისტრაციული ერთეული
  20. შუა სურების ადმინისტრაციული ერთეული
  21. ჯვარცხმის ადმინისტრაციული ერთეული
  22. ხევის ადმინისტრაციული ერთეული.
  23. ხიდისთავის ადმინისტრაციული ერთეული.