,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არმქონე იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, სადაც არ იმოქმედებს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებული სანქციები’’ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 29 მაისის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016275
33
31/08/2015
ვებგვერდი, 07/09/2015
010250000.35.114.016275
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არმქონე იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, სადაც არ იმოქმედებს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებული სანქციები’’ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 29 მაისის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2015 წლის 31 აგვისტო

დაბა ჩოხატაური

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არმქონე იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, სადაც არ იმოქმედებს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებული სანქციები’’ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 29 მაისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ცვლილება შევიდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არმქონე იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, სადაც არ იმოქმედებს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებული სანქციები’’ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 29 მაისის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.114.016262) .

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“.

2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი" 48-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:“ .

3. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემა და, შესაბამისად, არ ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა) და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ".

4. დადგენილების მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით  გამოიწვევს „საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ  პასუხისმგებლობას. ".

5. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში  დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება  გამოიწვევს   საქართველოს  კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას

1. დუმბაძის ქუჩა აგრარული  ბაზრის ჩათვლით;

2. თბილისის ქუჩა ვისოლის ბენზინგასამართი სადგურიდან სამედიცინო ცენტრ „მედალფამდე“;

3. მარის ქუჩა მუსიკალური სკოლიდან დაბის სასაფლაოს შესახვევამდე, სასაფლაოს აღმართის ჩათვლით;

4. ჭავჭავაძის ქუჩა საკათედრო ტაძრიდან კომისარიატის აღმართის ჩათვლით;

5. გურიის ქუჩა;

6. რუსთაველის ქუჩა პოლიციის ხიდიდან მრავალბინიანი საცხოვრებლის ჩათვლით;

7. გოგიბერიძის ქუჩა პოლიციიდან გურგენიძის ქუჩის კვეთამდე;

8. 9 აპრილის ქუჩა;

9. ბენდელიანის ქუჩა კინოთეატრ „გურიის“ გვერდით;

10. წერეთლის ქუჩა მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობიდან გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიამდე;

11. კოსტავას ქუჩა მდინარე სუფსის ხიდიდან „გიოოილის“ ბენზინგასამართ სადგურამდე;

12. ლომთათიძის ქუჩა ბახმაროს გადასახვევიდან თხილის გადამამუშავებელი ქარხნის შენობამდე;

13. გურამიშვილის ქუჩა ლომთათიძის ქუჩიდან ღვინის ქარხნამდე.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე