ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

  • Word
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 987
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019141
  • Word
987
15/05/2015
ვებგვერდი, 29/05/2015
000000000.00.003.019141
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 987

2015 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:

ა) შპს „რუხის სავაჭრო ცენტრის“ (ს/ნ 404484704) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3017.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი ზუგდიდ, სოფელი რუხ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 43.10.42.142,მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ბ) შპს „რუხის სავაჭრო ცენტრის“  (ს/ნ 404484704) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3009.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი ზუგდიდ, სოფელი რუხ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 43.10.42.154,მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, უზ­რუნველყოს მის კომპეტენციაში შემავა­ლი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების, კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორ­ცი­ელება.

პრემიერ-მინისტრი                                 ი. ღარიბაშვილი