დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მოწონების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 923 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019088 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №923
2015 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ( EBRD) შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მოწონების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის„თ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ( EBRD) შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 62-ე და 61-ე მუხლები ს შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ( EBRD) შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მოწონების, ინვესტორთა საბჭოს შექმნისა და მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №829 განკარგულების პირველი პუნქტი.
3. განკარგულება ძალაშია 2015 წლის 12 მაისიდან.
პრემიერ-მინისტრი ი.ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები