საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ

  • Word
საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1054
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997
სარეგისტრაციო კოდი 020.060.040.05.001.000.288
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1054
11/11/1997
პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997
020.060.040.05.001.000.288
საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (03/12/1997 - 18/01/2013)

საქართველოს ორგანული კანონი

საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ

    მუხლი 1.

ეს კანონი ადგენს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას სათანადო ანაზღაურებით საკუთრების ჩამორთმევის წესს.

    მუხლი 2.

გადაუდებელ აუცილებლობას განეკუთვნება ვითარება, რომლის დროსაც ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიის, ეპიზოოტიის გამო საფრთხე ექმნება ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უშიშროებას.

    მუხლი 3.

გადაწყვეტილებას საკუთრების ჩამორთმევის შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დაწესებულება ან ადგილობრივი მმართველობის ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც იმყოფება საკუთრების ობიექტი.

    მუხლი 4.

საკუთრების ობიექტის შეფასება ხდება საბაზრო ფასის მიხედვით, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. საკუთრების ობიექტის საფასური მესაკუთრეს მიეცემა საკუთრების ჩამორთმევამდე.

    მუხლი 5.

საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სათანადო ანაზღაურებით საკუთრების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 6.

გადაწყვეტილება სათანადო ანაზღაურებით საკუთრების ჩამორთმევისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვითარების შეწყვეტის შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 11 ნოემბერი.

№1054–Iს