საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ

საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1054
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997
სარეგისტრაციო კოდი 020.060.040.05.001.000.288
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1054
11/11/1997
პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997
020.060.040.05.001.000.288
საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს ორგანული კანონი

საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ

    მუხლი 1.

ეს კანონი ადგენს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით საკუთრების ჩამორთმევის წესს.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის  ორგანული  კანონი №1264 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.

    მუხლი 2.

გადაუდებელ აუცილებლობას განეკუთვნება ვითარება, რომლის დროსაც საომარი ან საგანგებო მდგომარეობის, ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიის, ეპიზოოტიის საშიშროების გამო საფრთხე ექმნება ადამიანთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის ორგანული კანონი №209 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.

 

     მუხლი 3.

საკუთრების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სამინისტრო, ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც იმყოფება საკუთრების ობიექტი.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1264 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6860-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ.

    მუხლი 4.

საკუთრების ობიექტის საფასურს განსაზღვრავს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპიდან გამომდინარე. საკუთრების ობიექტის საფასური მესაკუთრეს მიეცემა საკუთრების ჩამორთმევამდე. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის ორგანული კანონი №209 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1264 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.

    მუხლი 5.

საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში საზოგადოებრივი საჭიროებისათვის წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით საკუთრების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1264 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.

    მუხლი 6.

წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით საკუთრების ჩამორთმევისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვითარების შეწყვეტის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1264 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 11 ნოემბერი.

№1054–Iს