დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 195 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 06/05/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 17/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.018580 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/05/2015 - 19/05/2015)
|
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (№1 დანართი) მე-5 მუხლის გათვალისწინებითა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 010220030.10.003.017705) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად:“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების: ა) პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აპარატი საკუთარ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა კანონების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 3. აპარატის მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსური და სხვა სახის ადმინისტრაციული უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“. „6. საბჭოს აპარატს გააჩნია დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი, ტიტულოვანი ფურცელი თავისი დასახელებით და სხვა ატრიბუტები.“; ბ) მე-2 მუხლში: ბ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საბჭოს, საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, გააჩნია აპარატი, რომელიც არის საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული რეჟიმის სამსახური. ამ მიზნით, აპარატი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად:“; ბ.ბ) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით“: „ა) კოორდინაციას უწევს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტისა და უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიების პროექტების შემუშავებას და წარუდგენს მათ საქართველოს მთავრობას განსახილველად ან/და დასამტკიცებლად, გარდა საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიისა, რომლის დამტკიცების წესი განისაზღვრება „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით;“; ბ.გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) მონიტორინგს უწევს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და შესაბამის დასკვნებს წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს;“; ბ.დ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროს ცალკეული სტრატეგიული მიმართულებების უზრუნველსაყოფად;“; ბ.ე) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ადგენს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებულ მიზნებთან და ამოცანებთან შესაბამისობას;“; ბ.ვ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) კოორდინაციას უწევს სახელმწიფოს თავდაცვის, სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების საქმიანობას, რომელიც უკავშირდება მათ კომპეტენციაში შემავალ, ერონული უსაფრთხოების სფეროს შემადგენელ მიმართულებებს;“; ბ.ზ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ან საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, კოორდინაციას უწევს ქვეყანაში საგანგებო და კრიზისული სიტუაციების მართვას;“; ბ.თ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“; გ) მე-3 მუხლში: გ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აპარატის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საბჭოს მდივანზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შესაძლოა განხორციელდეს აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირება.“; გ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“; გ.გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „51“ და „52“ პუნქტები: „51. აპარატის მოსამსახურეებზე დანამატის გაცემის წესს ამტკიცებს საბჭოს მდივანი. 52. საბჭოს მდივნის ყოველთვიური დანამატის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“. გ.დ) მე-8 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის დებულებას, სტრუქტურას, საშტატო განრიგსა და მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებს; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აპარატის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს, ასევე, აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე;“; გ.ე) მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“„ე1“, „თ1“, „თ2“, „თ3“, „თ4“ „თ5“ და „მ1“ ქვეპუნქტები: „ბ1) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს აპარატის მოსამსახურეებს, გარდა საბჭოს მდივნის მოადგილეებისა; ე1) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, ამტკიცებს საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; თ1) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განკარგავს აპარატის ფინანსურ სახსრებს; თ2) უფლებამოსილია, საბჭოს აპარატის მოსამსახურეებზე საფინანსო წლის განმავლობაში გასცეს დანამატი; თ3) აუცილებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების საფუძველზე, აპარატში იწვევს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს; თ4) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, აპარატის მოსამსახურეთათვის განსაზღვრავს სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებებსა და შეღავათებს; თ5) ამტკიცებს აპარატის მოსამსახურეთა ფუნქციურ მოვალეობებს; მ1) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საბჭოს აპარატის მიერ მომზადებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოებას, განსაიდუმლოებასა და საიდუმლოობის გრიფის შეცვლას;“; დ) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.“; ე) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: ა) შეიმუშავებს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას; ბ) ახორციელებს საზოგადოების ინფორმირებას საბჭოს ან მისი აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით; გ) ადმინისტრირებას უწევს, საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, აპარატის გამგებლობაში არსებულ სოციალურ მედიასა და სხვა საინფორმაციო საშუალებებს; დ) ასრულებს საბჭოს მდივნის ცალკეულ დავალებებს.“; ზ) 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. საბჭოს მდივნის მოადგილეების უფლებამოსილებები და სტატუსი. 1. საბჭოს მდივანს ჰყავს პირველი მოადგილე და ხუთი მოადგილე, რომელთაც საბჭოს მდივნის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, გარდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსისა, იმავდროულად, არიან საბჭოს მდივნის მოადგილეები. 3. საბჭოს მდივნის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ შესაბამის დეპარტამენტზე (დეპარტამენტებზე) დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას. 4. საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს მდივნის მოვალეობას ასრულებს საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს მდივნის გადაწყვეტილებით, საბჭოს მდივნის ერთ-ერთი მოადგილე.“.
|
მუხლი 2 |
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის საშტატო განრიგი (№2 დანართი) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 3 |
დამტკიცდეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა თანდართული თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (№3 დანართი). |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი მაისიდან.
|
|
დანართი №2
|
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის
საშტატო განრიგი |
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტი
საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი
ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი
თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტი
კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი)
„№3 დანართი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
|
დოკუმენტის კომენტარები