დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ გორში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დაწესების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.174.016081 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/05/2015 - 03/06/2016)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს ქალაქ გორში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის ოდენობა დანართი №1-ის შესაბამისად (თან ერთვის 1 (ერთი) ფურცლად). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ქალაქ გორში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების
გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარი |
1.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარი დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:
ა) 1 საათამდე პერიოდი – 30 (ოცდაათი) თეთრი; ბ) 3 საათამდე პერიოდი – 70 (სამოცდაათი) თეთრი; გ) ყოველი შემდეგი 1 (ერთი) საათამდე პერიოდი – 30 (ოცდაათი) თეთრი; დ) 1 დღე – 1,5 (ერთი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი; ე) 7 დღე – 4 (ოთხი) ლარი; ვ) 30 დღე – 10 (ათი) ლარი; ზ) 182 დღე – 25 (ოცდახუთი) ლარი; თ) 365 დღე – 40 (ორმოცი) ლარი. |
2.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:
ა) ტაქსებისათვის: 1. 10 დღე – 10 (ათი) ლარი; 2. 30 დღე – 20 (ოცი) ლარი. ბ) სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისათვის: 1. 1 დღე – 2 (ორი) ლარი; 2. 30 დღე – 30 (ოცდაათი) ლარი; 3. 182 დღე – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი; 4. 365 დღე – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები