,,ქალაქ გორში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დაწესების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 01 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/06/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.174.016158
22
03/06/2016
ვებგვერდი, 09/06/2016
010250020.35.174.016158
,,ქალაქ გორში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დაწესების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 01 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
 
  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2016 წლის 3 ივნისი

ქ. გორი

,,ქალაქ გორში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დაწესების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 01 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ემუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის  და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ გორში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დაწესების შესახებ  ქალაქ გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2015  წლის 01 მაისის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/05/2015, 010250020.35.174.016081) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

) დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1-ის  მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) კერძო სამართლის იურიდიული პირების სამსახურებრივი ავტოტრანსპორტისთვის:

  1. 1 თვე   20 (ოცი) ლარი.
  2. 3 თვე – 50 (ორმოცდაათი) ლარი.
  3. 6 თვე 80 (ოთხმოცი) ლარი.
  4. 1 წელი 120 (ასოცი) ლარი.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1-ის  მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ)  ტურისტებისთვის მომსახურე ავტოტრანსპორტისთვის:

  1. 1 საათამდე პერიოდი 8 ადგილამდე ავტოტრანსპორტისთვის – 1.00 (ერთი) ლარი.
  2. 1 საათამდე პერიოდი 8-დან 24  ადგილამდე ავტობუსებისთვის – 2.00 (ორი) ლარი.
  3. 1 საათამდე პერიოდი 24 ადგილის ზევით ავტობუსებისთვის – 3.00 (სამი) ლარი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მეტრეველი