დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოებისათვის მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების სახეობათა დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 101 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 36, 07/04/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/04/2010 - 29/12/2010)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №101
2010 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოებისათვის მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების სახეობათა დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263 მუხლის მე-3, 31 და 36 ნაწილების საფუძველზე დამტკიცდეს:
ა) მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის არ იწვევს საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმებას (დანართი №1);
ბ) საქონლის ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის შეზღუდულია და იწვევს საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმებას (დანართი №2);
გ) მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება შესაძლებელია საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის (დანართი №3).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი №1
მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის არ იწვევს ამ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმებას
1. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის მომსახურების მიწოდებისას, ამ საერთაშორისო საწარმოს სტატუსი არ უქმდება, მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263 მუხლის მე-3 ნაწილის “დ“ პუნქტის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებათა, ან ქვემოთ ჩამოთვლილ მომსახურებათა მიწოდების შემთხვევაში:
ა) ავტოტექნიკური მომსახურება;
ბ) სწრაფი კვების მომსახურება;
გ) საფოსტო მომსახურება;
დ) სამედიცინო მომსახურება;
ე) სარეკლამო მომსახურება;
ვ) ლაბორატორიული მომსახურება;
ზ) საპროექტო, დიზაინერული მომსახურება;
თ) საექსპედიტორო მომსახურება;
ი) სახანძრო მომსახურება;
კ) ექსპერტიზის მომსახურება.
2. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის ნებისმიერი სახის მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, გარდა №1 დანართის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მომსახურებებისა, საერთაშორისო საწარმოს სტატუსი არ გაუქმდება, თუ აღნიშნულ სახეობათა მომსახურების მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) არ აღემატება საერთაშორისო საწარმოს (მისი არჩევით) წლიური ბრუნვის ან ხარჯის 2%-ს.
დანართი №2
საქონლის ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის შეზღუდულია და იწვევს ამ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმებას
1. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის ქვემოთ ჩამოთვლილი სახის საქონლის მიწოდება შეზღუდულია და ამ საერთაშორისო საწარმოს სტატუსი უქმდება შემდეგი საქონლის მიწოდების შემთხვევაში:
ა) მანგანუმის მადნის წიდა და მანგანუმის მადნის კუდები;
ბ) ოქრო – დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით;
გ) კაკალი – სხვა, ახალი ან გამხმარი;
დ) თხილი;
ე) შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი;
ვ) სპილენძის მადნები და კონცენტრატები;
ზ) სამკურნალო საშუალებები;
თ) ზეთოვან კულტურათა თესლის ან ნაყოფისაგან წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი;
ი) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).
2. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსთვის №2 დანართის პირველი პუნქტის „ა“–„ი“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი საქონლის მიწოდების შემთხვევაში საერთაშორისო საწარმოს სტატუსი არ გაუქმდება, თუ აღნიშნულ სახეობათა საქონლის მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) არ აღემატება საერთაშორისო საწარმოს (მისი არჩევით) წლიური ბრუნვის ან ხარჯის 2%-ს.
დანართი №3
მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება შესაძლებელია საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის
საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის შესაძლებელია მიწოდებულ იქნეს ნებისმიერი სახის მომსახურება.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები